ფრანსუა ვიიონის ბიოგრაფიიდან…

მაშინ, როდესაც ერთ-ერთ უდიდეს შუასაუკუნეების ფრანგ პოეტსა და ლირიკოსს - ფრანსუა ვიიონს (1431-1491 წლები) სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს სახრჩობელაზე ჩამოხრჩობით (მას სრულიად უმართებულოდ წარუყენეს ბრალი), დაწერა თავისი უკანასკნელი ლექსი, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს:

„მე ვარ ფრანსუა – ჭირს ველი,
ჩემი მზე – მალე ჩავა,
ხვალე გაიგებს კისერი,
რასაც იწონის გავა!”
მიუხედავად იმისა, რომ ფრანსუას სიკვდილით დასჯა ჰქონდა შეფარდებული, სასამრთლომ მალევე შეცვალა გადაწყვეტილება და იგი დასაჯა იმით, რომ ათი წლის მანძილზე პარიზიდან იქნა გაძევებული. ზემოთ აღნიშნული მოვლენა დაფიქსირდა 1463 წლის 5 იანვარს. ამის შემდგომ მისი კვალი ფაქტიურად იკარგება, თუმცა არის ვარაუდები, რომ იგი გარდაიცვალა 1491 წელს მას შემდეგ, რაც გამოიცა მისი პირველი ლექსების კრებული სახელწოდებით: „გამოუსწორებელი”. (ავტორი გენია.ჯი)