“იმპერიალიზმის ეპოქა”
“იმპერიალიზმის ეპოქა” - ქრონოლოგიურად მოიცავს პერიოდს დაახლოებით XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ვიდრე პირველ მსოფლიო ომამდე.არსებითად კი იმპერიალიზმის ეპოქა, თანამედროვე გაგებით,გულისხმობს განსაკუთრებულ ხანას მსოფლიო ისტორიაში,როდესაც ევროპის სახელმწიფოები სხვადასხვა შეთანხმებისა თუ სამხედრო ექსპედიციების მეშვეობით ეუფლებიან აფრიკის კონტინენტსა და ვრცელ ტერიტორიებს აზიაში,მათი ნედლეულის წყაროდ,გასაღების ბაზრად,სამხედრო-საზღვაო თუ სავაჭრო საყრდენ პუნქტად ქცევის მიზნით. “იმპერიალიზმის”ეს ცნება შინაარსობრივად ძირითადად შემოიფარგლება ევროპის ძლიერი სახელმწიფოების კოლონიური სამფლობელოების მქონე იმპერიებად – კოლონიურ იმპერიებად,ქცევითი და იმპერიული პოლიტიკით და მკაფიოდ ემიჯნება ტრადიციული იმპერიების ექსპანსიის გაგებას. იმპერიალიზმის ეპოქისათვის განმსაზღვრელია შემდეგი ფაქტორები: ევროპის სახელმწიფოების სწრაფვა მსოფლიო-პოლიტიკური ძალაუფლებისა და ეკონომიკური უპირატესობისაკენ.გამალებული პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენციის პირობებში კოლონიების ფლობა სახელმწიფოებრივი პრესტიჟის საქმედ იქცა.ევროპის სახელმწიფოების იმპერიალისტურ მისწრაფებებს ზურგს უმაგრებდა და “ამართლებდა” სხვადასხვა იდეოლოგიური მოსაზრება. (ავტორი გენია.ჯი)