პოსიდონიოსი

პოსიდონიოსი - დაიბადა დაახლოებით 139/135 წლებში,სირიის ჩრდილოეთით მდებარე ანტიკურ ქალაქ აპამეიაში,მდინარე ორონტის სანაპიროზე.იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსს (სტოიციზმის მიმდევარი),ისტორიკოსს,გეოგრაფსა და ასტრონომს.(ავტორი გენია.ჯი) ახალგაზრდობის რამდენიმე წელიწადი ათენში გაატარა,რა დროსაც ხშირად ესწრებოდა,საყოველთაოდ ცნობილი “საშუალო სტოიციზმის” ფუძემდებლის – პანეტიოს როდოსელის ლექციებს.მოგვიანებით იმოგზაურა ევროპულ ქვეყნებში – იტალიაში,ესპანეთში,გერმანიასა და გალიაში,რა დროსაც გაეცნო მათ კულტურას,ისტორიასა და ტრადიციებს.რამდენიმე წელიწადი იცხოვრა “მარადიულ ქალაქში” – რომში,სადაც იმ პერიოდის არისტოკრატიული წრეების მუდმივი “თანამგზავრი” გახლდათ.რომიდან წასვლის შემდეგ გადავიდა კუნძულ როდოსზე,რა დროსაც გახსნა ფილოსოფიური სკოლა.ჩვ.წ.აღ-მდე 77 წელს,მის ლექციებს ესწრებოდა და ისმენდა ციცერონი,რომლის მეშვეობითაც გაიცნო დიდი რომაელი მხედართმთავარი – გნეუს პომპეუს მაგნუსი,რომელიც როდოსს სწორედ პოსიდონიოსის გამო ეწვია ორჯერ,ძვ.წ.აღ-ით 66 და 62 წლებში.მიუხედავად პოსიდონიოსის ნაყოფიერი მოღვაწეობისა,მისი ნაშრომებიდან დღევანდელ დღემდე მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია.თუმცა ცნობილია მის მიერ დაწერილი სხვადასხვა ნაშრომების შესახებ,მათ შორის: “ფიზიკა”,”ღმერთების შესახებ”,”პერიპლე”,”ისტორია”,”ზენონ სიდონელის საწინააღმდეგოდ”,”ეთიკური განხილვები” და სხვა.(ავტორი გენია.ჯი) მისი მოსაზრებით კოსმოსი ერთიანი იყო და მის ცენტრს დედამიწა წარმოადგენდა.ვარსკვლავებს ღვთიურ ეთერულ სხეულებად მიიჩნევდა,მზეს – სუფთა ცეცხლად.მის მიერ დაწერილმა “სამყაროს სიმპათია”-მ,შემდგომში უდიდესი როლი ითამაშა ასტროლოგიის მეცნიერების განვითარებაში.იგი მიიჩნევდა,რომ ადამიანის ბედი,დაბადებიდანვე სრულად იყო დამოკიდებული ცაში ვარსკვლავების განლაგებაზე,მისი დაბადების მომენტშივე.მანვე სპეციალურად შეისწავლა – ცისარტყელას,ჭექა-ქუხილისა და ქარის წარმოქმნის ბუნებები.მანვე მცირედი ცდომილებით,გამოიანგარიშა დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილი,რაც დღემდე გაოცებას იწვევს მეცნიერებში,თუ რა მეთოდით დაადგინა პოსიდონიოსმა იგი.დიდი ძველბერძენი მეცნიერი და ფილოსოფოსი – პოსიდონიოსი,გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 51/50 წლებში,იტალიის დედაქალაქ რომში.(ავტორი გენია.ჯი)