ფრენსის სკოტ და ზელდა ფიცჯერალდი – „ნაზია ღამე”

ფრენსის სკოტ და ზელდა ფიცჯერალდების შეშლილი სიყვარულის ამბავს მსოფლიო ბომონდი უყურადღებოდ არ ტოვებდა. სწორედ ამგვარი, არაორდინარული ცხოვრების სტილი დაედო საფუძვლად ფიცჯერალდების გახმაურებულ რომანს - “ნაზია ღამე”. რომანის მოქმედება გასული საუკუნის 20-იან წლებს ემთხვევა, იმ პერიოდს, როცა ევროპა და ამერიკა ჯაზის ეპოქას მოეცვა. ეს ის წლებია, როცა ამერიკელ ახალგაზრდათა ერთი ნაწილი ევროპაში ეძებს „ხსნას”. ახლებურ,  თავბრუდამხვევ ურთიერთობებს მიელტვიან და მთავარ, ადამიანურ ღირებულებებს ივიწყებენ. (ავტორი გენია.ჯი) ასე ემართებათ „ნაზია ღამის”გმირებსაც. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ რომანში ძნელია სრულფასოვანი, ტრადიციული გაგებით დადებითი გმირის პოვა. ერთი შეხედვით თავდავიწყებამდე შეყვარებული წყვილები არც სიცრუეზე ამბობენ უარს და არც პირველივე შემხვედრთან ღალატზე. ეს თითქოს ერთმანეთზე მიყურადებული თუ ჩასაფრებული პერსონაჟების კრებულია, რომელთათვისაც ყველაფერი გაუფასურებულა. ალბათ ამიტომაც იყო რომ თავის დროზე ფიცჯერალდმა ამ ნაწარმოების გადაკეთებაც მოინდომა, მაგრამ საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა. როგორც ერნესტ ჰემინგუეი წერდა, სკოტის რომანებიდან, საუკეთესო ეს ნაწარმოებია. (ავტორი გენია.ჯი)