ალიო მირცხულავა – “ერთხელ ქალი მიმავალი”
ერთხელ ქალი დავინახე მიმავალი ველად,
მის ეშხიან სილამაზეს გზას უთმობდა ყველა,
სწორედ ირმის აღნაგობა,სწორედ ირმის-ყელა,
ტანზე თმები გადმოუშვა,როგორც ცისარტყელა.
ქალო,იქნებ,ყარიბ მგოსანს გზები გაუკვალო,
დამანახო შენი ბინა,სად ხარ,ვის უგალობ?!
შენი ხელით გალეწვინო ჩემი გულის კალო,
გენაცვალოს ჩემი თავი,შენ,კახეთის ქალო!