გიიომ დიუპიუტრენის ბიოგრაფიიდან…
გიიომ დიუპიუტრენი (1777-1835 წლები),გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ექიმი,ანატომი,საფრანგეთის მეფის ლუი XVIII დე ბურბონის პირადი ექიმი და ცნობილი მეცენატი.ამასთანავე იგი გახლდათ პარიზის მეცნიერებათა აკადემიისა და სამედიცინო აკადემიის სრულფასოვანი წევრი.აღნიშნული პიროვნება ისტორიაში შევიდა როგორც საუკეთესო ექიმი იმ პერიოდისა და ამასთანავე მედიცინის ისტორიაში პირველი მილიონერი მედიცინის მუშაკი,რომელმაც უზარმაზარი ფინანსები დააგროვა პაციენტების მიღებით,რომლებიც მას თანხებს უხდიდნენ მკურნალობისათვის.აღსანიშნავია,რომ ყოველწლიურად იგი 10000-ზე მეტ პაციენტს იღებდა. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ,როდესაც საფრანგეთის მეფე შარლ X დე ბურბონი (1824-1830 წლებში),ემიგრაციაში იქნა წასული,მას დახმარების მიზნით შესთავაზა მილიონი ფრანკი და განაცხადა,რომ მას გააჩნდა კიდევ ორი მილიონი ფრანკი,რომელთაგან მილიონს გადასცემდა საკუთარ ქალიშვილს,ხოლო დარჩენილ მილიონს სიბერეში უზრუნველი ცხოვრებისათვის შეინახავდა.მიუხედავად დიდი ფინანსური პრობლემებისა,შარლ X-მ უარი განაცხადა გიიომის მიერ შეთავაზებულ თანხაზე,თუმცა დიდად მადლიერი დარჩა მისი. (ავტორი გენია.ჯი) სიკვდილის წინ გიიომმა 200000 ფრანკი ანდერძად დაუტოვა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტს.აღნიშნული თანხა მოხმარდა პათოლოგიური ანატომიისა და ანატომიური მუზეუმის დაარსება,რომელიც დღესდღეობით გიიომ დიუპიუტრენის სახელს ატარებს.დიდი დამსახურებების გამო მას ლუი XVIII-მ მიანიჭა “ბარონის” ტიტული,ხოლო მოგვიანებით შარლ X-მ მას საფრანგეთის საუკეთესო ქირურგი უწოდა.1835 წლის 8 თებერვალს,მაშინ როდესაც გიიომი სასიკვდილოდ განწირული სარეცელზე იწვა,მისმა ერთგულმა მეგობრებმე (ქირურგებმა),შესთავაზეს ოპერაციის გაკეთება,რაზეც მან მიუგო: