“არქე”

“არქე” - ინგლისურ ენაზე “Arche”,ბერძნული ენიდან ითარგმნება,როგორც – “საწყისი”,”საფუძველი”.იგი წარმოადგენს სოკრატემდელ ძველბერძნულ ფილოსოფიას,რომელიც დაფუძნებულია,პირველსაწყისსა და სუბსტრატზე (რაიმე მოვლენათა საერთო საფუძველი),რომელიც საბოლოო ჯამში ჰქმნის ერთიან სამყაროს.თავდაპირველად აღნიშნული ტერმინი,როგორც დამახასიათებელი მეცნიერებისათვის,შემოტანილ იქნა უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსისა და მეცნიერის – არისტოტელეს მიერ,ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში.(ავტორი გენია.ჯი) ძველბერძნულ ენაში ტერმინი “არქე”,გამოიყენებოდა ყოველგვარი “საწყისის” აღსანიშნავად.მაგალითად,როგორც: “დროის მომენტი,საიდანაც იწყება რაიმე მოვლენა”.აღნიშნული ტერმინი,გამოყენებული არის იოანეს სახარებაში: “პირველად იყო სიტყვა” (ენ არქე ენ ო ლოღოს).”საწყისის” მნიშვნელობა,როგორც “სახელმძღვანელო პრინციპი”,არისტოტელემ პირველად გამოიყენა მაშინ,როდესაც საუბრობდა “მტკიცებულებების საწყისებზე”.სხვადასხვა მეცნიერებისა და ფილოსოფოსებისათვის – “არქე”-ს,წარმოადგენდა: თალესი – წყალი (როგორც ყველაზე “უფორმო” მატერია,სტიქია); ანაქსიმენე – “ჰაერი”; პითაგორა – “რიცხვი”; ჰერაკლიტე – “ცეცხლი”; ემპედოკლე – მიწა,ჰაერი,წყალი და ცეცხლი; დემოკრიტე – უსასრულოდ მრავალფეროვანი ატომები და სხვა.(ავტორი გენია.ჯი)