არისტიდე – “ეპიზოდი”
გამოჩენილ ძველბერძენ მხედართმთავარს სპარსებთან ომისა და სახელმწიფო მოხელეს ძველი საბერძნეთისა - არისტიდეს (ძვ.წ.აღ-ით 530-467 წლები),ძალიან უარყოფითი და შეიძლება ითქვას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა დიდ ძველბერძენ სახელმწიფო მოხელესთან და ერთ-ერთ ფუძემდებელთან ათენური დემოკრატიისა – თემისტოკლესთან (ძვ.წ.აღ-ით 524-459 წლები).პლუტარქეს გადმოცემით,ორივე ეს პიროვნება გაგზავნილ იქნენ ერთად საგარეო მისიის შესასრულებლად ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ,როდესაც ქვეყნის საზღვარი დატოვეს,არისტიდემ თემისტოკლეს მიმართა:
“მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური ხედვებისა და ეთიკური შეხედულებებისა,მე გთავაზობ,რომ ჩვენი მტრობა საზღვარზე დავტოვოთ,ხოლო როდესაც სამშობლოში დავბრუნდებით,თუ კი სურვილი გექნება კვლავ ვემტროთ ერთმანეთს”. (ავტორი გენია.ჯი)
მათი მტრობა საქვეყნოდ ცნობილი იყო,ძვ.წ.აღ-ით 480 წელს მათი ურთიერთობა არ იყო ისეთი მწვავე,როგორც შემდგომ წლებში. თემისტოკლეს მიერ არისტიდე გაძევებულ იქნა ათენიდან,თუმცა მისივე დეკრეტის თანახმად მალევე დააბრუნეს სამშობლოში.საბოლოო ჯამში ამ ორი ისტორიული პიროვნებების ბრძოლაში,გამარჯვებული არისტიდე გახდა,რომელმაც ირგვლივ შემოიკრიბა ათენის არისტოკრატია და მას ფაქტიური ძალაუფლება ჩამოართვა,შემდგომ კი იძულებული გახადა ათენს გასცლოდა. (ავტორი გენია.ჯი)