ჯონ ბაირონი
ჯონ ბაირონი – დაიბადა 1723 წლის 8 ნოემბერს ნიუსტედის საგრაფოში. იგი გახლდათ ბრიტანეთის არმიის ვიცე-ადმირალი, რომელსაც ფლოტში მოიხსენიებდნენ, როგორც “ჯეკი ცუდი ამინდი”, რადგან მის ზღვაში გასვლას ყოველთვის ცუდი ამინდი სდევდა თან. აღსანიშნავია, რომ ჯონ ბაირონი წარმოადგენდა ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი პოეტ-რომანტიკოსის ლორდ ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონის ბაბუას.ჯონმა 18 წლის ასაკში ჩაირიცხა ფლოტში მიჩმანად,რა დროსაც განახორციელა მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო,ბრიტანელი ადმირალის ჯორჯ ენსონის ხელმძღვანელობით. (ავტორი გენია.ჯი) 1741 წლის 14 მაისს,ამავე მოგზაურობის დროს,მისმა ხომალდმა “HMS Wager”-მა განიცადა კატასტროფა,რა დროსაც იგი დაიძირა პატაგონიის (სამხრეთ ამერიკის გეოგრაფიული რეგიონი) სანაპიროებთან.ცოცხლად გადარჩენილებმა გემის მეზღვაურებმა,გადაწყვიტეს ორ ჯგუფად გაყოფილიყვნენ.ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა რიო-დე-ჟანეიროში გამგზავრებულიყო,ხოლო იმ ჯგუფმა,რომელშიც შედიოდა ჯონ ბაირონი,გადაწყვიტა წასულიყო ჩრდილოეთით,სადაც ესპანელები ეგულებოდათ.აღნიშნული მოვლენების შესახებ ჯონ ბაირონმა აღწერა,თავის მიერ დაწერილ ნაწარმოებში “კეთილშობილი ჯონ ბაირონის თხზულებები”.1746 წლის დეკემბერში ჯონ ბაირონი ინიშნება გემის “HMS Siren”-ის კაპიტნად.1747 წლის 8 სექტემბერს დაქორწინდა სოფის ტრევენონზე,რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი და შვიდი გოგონა.მისი ერთ-ერთი ვაჟი,რომელსაც მამის სახელი ერქვა (ჯონ ბაირონი),შემდგომში გახლდათ მამა უდიდესი ინგლისელი პოეტ-რომანტიკოსისა – ჯორჯ ბაირონის.1760 წელს ის თავის ეკიპაჟთან ერთად გაგზავნილ იქნა იმ ინგლისურ ესკადრონთან ერთად,რომელთაც ფრანგთა გამგრებულ სიმაგრე ლუისბურგზე უნდა მიეტანა იერიში.ამავე წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო ფრანგული ფლოტის დამარცხებაში “ახალი საფრანგეთის” განთავისუფლებაში (საფრანგეტის მიერ კოლონიზებური ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკაში).1764-17666 წლებში განახორციელა საზღვაო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.1765 წელს აღნიშნული მოგზაურობის დროს ეწვია ფოლკლენდის კუნძულებს,რომელიც დიდი ბრიტანეთის კუთვნილებად გამოაცხადა.მისმა აღნიშნულმა ქმედებამ ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის დაძაბულობა გამოიწვია და ეს ქვეყნები ომის ზღვარზეც კი მიიყვანა.აღსანიშნავია,რომ ამ მოგზაურობის დროს ჯონ ბაირონმა აღმოაჩინა ტუამოტუს (კუნძულთა ჯგუფი წყნარ ოკეანეში),ჰილბერტისა და ტოკელაუს კუნძულები.ამ კუნძულებს ბაირონმა მინაიჭა “იორკის ჰერცოგის” სახელი.ასევე იმყოფებოდა ტინიანის კუნძულზე. (ავტორი გენია.ჯი) 1769 წელს იგი დანიშნულ იქნა ნიუნფაულენდის გუბერნატორად (კუნძული ჩრდილო ატლანტის ოკეანეში).აღნისნული პოსტი ბაირონს სამი წლის განმავლობაში ეკავა.კონტრ-ადმირალის ტიტული მას მიენიჭა 1775 წლის 31 მარტს,ხოლო ვიცე-ადმირალის ტიტული 1778 წლის 29 იანვარს.1778-1779 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში ხელმძღვანელობდა ჩრდილოამერიკულ და ვესტ-ინდური სადგურის დაცვას.1779 წელს მონაწილეობა მიიღო გრენადის ბრძოლაში.ჯონ ბაირონი გარდაიცვალა 1786 წლის 10 აპრილს. (ავტორი გენია.ჯი)