ჟან მარტენ შარკო

ჟან მარტენ შარკო დაიბადა 1825 წლის 29 ნოემბერს პარიზში.იგი გახლდათ დიდი ფრანგი ექიმი-ფსიქიატრი და სპეციალისტი ნევროლოგიური დაავადებისა.ამასთანავე ის იყო მასწავლებელი, გამოჩენილი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის ზიგმუნდ ფროიდისა.შარკო გახლდათ ის პიროვნება,რომელმაც შემოიღო ახალი სწავლება ფსიქოლოგიური ბუნებისა,რომელსაც ჩვენ დღეს “ისტერიას” ვუწოდებთ.წარმომავლობით შარკო ღარიბი ოჯახის შვილი იყო,ამიტომ მამამ სამივე შვილისათვის უმაღლესი განათლების მიცემა ვერ შეძლო და მხოლოდ ერთისთვის – ჟან მარტენ შარკოსათვის შეძლო სრულყოფილი განათლების მიცემა. (ავტორი გენია.ჯი) მან სწავლა დაიწყო ცნობილ პარიზულ სასწავლებელში,სახელწოდებით “კონდორსეს ლიცეუმში”.1844 წელს შარკო აბარებს პარიზის უნივერსიტეტში,სამედიცინო ფაკულტეტზე.ოთხი წლის შემდეგ მუშაობას იწყებს პარიზის ერთ-ერთ უძველეს საავადმყოფოში “სალპეტრიერში”,რომელიც დაარსებულ იქნა 1656 წელს.1858 წლისათვის ჟანს მიანიჭეს დოქტორის ხარისხი,ხოლო 1860 წელს ხდება ნევროპათოლოგიის პროფესორი.1862 წელს კვლავ უბრუნდება სამუშაოდ “სალპეტრიერის” საავადმყოფოს.ამავე პერიოდებში იგი ატარებს უამრავ კვლევა-ძიებას ფსიქიატრიაში,ჰიპნოზის გამოყენებით. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ იგი საკუთარი ჰიპოთეზების დამადასტურებელ ინსტრუმენტად სწორედ ჰიპნოზს იყენებდა.მანვე დაარსა პარიზის უნივერსიტეტში ფსიქიატრიის კათედრა,რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.1863 წელს არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.ამასთანავე იგი გახლდათ პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წევრიც.1880 წელს კი აარსებს სამედიცინო თემატიკის ჟურნალს,სახელწოდებით: “ნევროლოგიის არქივები”.მისმა კვლევებმა უდიდესი როლი ითამაშეს მსოფლიო მედიცინაში,კერძოდ ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში.მისი ვაჟი ჟან-ბატისტა შარგო,შემდგომ წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი პოლარული მკვლევარი და ოკეანოგრაფი ხდება.ჟან მარტენ შარკო გარდაიცვალა 1893 წლის 16 აგვისტოს მორვანში.მისი დაკრძალვის პროცესია საკმაოდ მოკრძალებული ხასიათის გახლდათ,მისივე ანდერძის თანახმად.სიკვდილის წინ მან დაიბარა,რომ მის საფლავზე არც ერთი სახის გვირგვინი არ მიეტანათ და არც ერთ ადამიანს გამოსათხოვარი სიტყვა არ წარმოეთქვა,რაც აღსრულებულ იქნა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)