გაგა ნახუცრიშვილი – “გაურკვევლობა”

გზები… შენი ნაბიჯებით გიხაზია,

წინ კი მხოლოდ ცარიელი ფურცელია,

ცხოვრება თუ მართლა მარტო მირაჟია,

მაშინ ალბათ,ყველაფერი უცვლელია.

***

ვერ გაიგე,სისადავე რატომ ქრება,

როცა თითქოს ყველაფერი უთქმელია,

მაშინ,ალბათ ყოველგვარი საოცრება,

მხოლოდ ერთი ცარიელი ფურცელია.