ფიდიასი
ფიდიასი დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 490 წელს.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი მოქანდაკე,მხატვარი და არქიტექტორი,მაღალი კლასიკის პერიოდისა.მეგობრობდა დიდ ძველბერძენ სახელმწიფო მოხელესთან,მხედართმთავართან და “ათენური დემოკრატიის” ფუძემდებელთან პერიკლესთან.დღემდე დაუდგენელია თუ ვინ გახლდათ მისი მასწავლებელი,თუმცა არის რამდენიმე ვერსია,კერძოდ სპეციალისტები ასახელებენ: პოლიგლონტეს,აგელადასა და ჰეგიას.უმრავლესობა ფიდიოსის ნამუშევრებისა,არ შემორჩენილა,ამიტომ მასზე შესაძლოა ვიმსჯელოთ ანტიკური ხანის ავტორებისაგან და მის მიერ შექმნილი ხელოვნების,სხვათა მიერ დამზადებული ასლებისაგან. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხელოვნად იყო ცნობილი იმ პერიოდის საბერძნეთში.მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი “ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში”,მის მიერ იქნა დამზადებული ხისგან და მოპირქეთებული გახლდათ სპილოს ძვლისაგან და ოქროსაგან.სწორედ ეს ქანდაკება გახლდათ ერთადერთი მსოფლიო საპცრება,რომელიც ევროპის კონტინენტზე აღმჩნდა.აღნიშნულ ქანდაკებაზე ფიდიასი თავის მოსწავლესთან – კოლოტოსთან და მის ძმასთან პენენთან ერთად მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი) ფიდიასის მიერ იქნა დამზადებული ყველასათვის ცნობილი ქანდაკება “ათენა პრიმაქოსისა”,რომელიც შექმნილ იქნა ძვ.წ.აღ-ით 460 წელს,სპარსებთან გამარჯვების აღსანიშნავად.ფიდიასი ასევე ავტორია ქანდაკებებისა “ათენა პართენოსისა”,”ათენა არეასი” და სხვა გენიალური ნამუშევრებისა.მის შესახებ ციცერონი წერდა: ” როდესაც ფიდიასმა მუშაობა დაიწყო ათენასა და ზევსის ქანდაკებაზე,მის წინაშე არ არსებობდა მიწიერი ორუგინალები,რომლითაც მას ისინი უნდა შეექმნა.თუმცა მის სულსა და გონებაში არსებობდა ის სილამაზე,რომელსაც არანაირი მასალა არ სჭირდებოდა მის შესაქმნელად”.ფიდიასი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 430 წელს.მისმა შემოქმედებამ კი საუკუნეებსა და ათასწლეულებს გაუძლო და სამარადჟამოდ დაიმკვიდრა ადგილი უდიდეს ხელოვანთა შორის. (ავტორი გენია.ჯი)
ფიდიასის ნამუშევრის ასლი
ფიდიასის ნამუშევარი (რეკონსტრუქცია)