ლეგენდარული – “კლდეში ჩარჭობილი ხმალი”
უამრავ ადამიანს სმენია დღემდე დაუჯერებელი ლეგენდა – “კლდეში ჩარჭობილი ხმლის” შესახებ.ზოგიერთი წყაროს ცნობით აღნიშნული ლეგენდა უკავშირდებოდა მეფე არტურის შესახებ მოთხრობილ ერთ-ერთ მითს და უთითებდნენ იმ ადგილსაც (ავალონი),სადაც კლდეში ჩაარჭვეს ხმალი.თუმცა უნდა ითქვას,რომ მეფე არტურის ლეგენდაზე ბევრად რეალური ფაქტი კლდეში ჩარჭობილი ხმლისა,მომდინარეობს არა ინგლისიდან,არამედ იტალიაში მდებარე ტოსკანის რეგიონიდან.ამის დასტური კი თავად ის ფაქტია,რომ ამავე რიგიონში მდებარე Montesiepi სამლოცველოში,დღემდე დაცულია ნამდვილი,კლდეში ჩარჭობილი ხმალი. (ავტორი გენია.ჯი) მისი ისტორია უკავშირდება,საყოველთაოდ ცნობილ,მამაც იტალიელ რაინდს - გალგანო გუიდოტის (1148-1181 წლები),რომელმაც გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე (1180 წელი) “რაინდობაზე” უარი განაცხადა და საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნა (ასკეტ-მონაზვნად აღიკვეცა).როგორც ამბობენ სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მის მიერ კლდეში ხმლის ჩარჭობა,რათა ამ ფორმით მას საშუალება მისცემოდა ჯვრის გამოსახულების მიღებისა და მასზე ლოცვების აღვლენისა.ამიტომ არის მოსაზრება,რომ ასეთ გაუგონარ მოვლენაში გუიდოტის,თავად უფლის ძალა დაეხმარა.ერთ წელიწადში გალგანო გუიდოტი აღესრულა.1185 წელს რომის პაპმა ლუციუს III-მ,გალგანო წმინდანად შერაცხა.მას შემდეგ კლდიდან ხმლის ამოძრობა და მოპარვა უამრავმა ავანტურისტმა სცადა,თუმცა უშედეგოდ.იქ სადაც კლდეში გალგანომ ხმალი ჩაარჭო,მოგვიანებით აგებულ იქნა სამლოცველო.ამავე ეკლესიაში,სადაც დაცულია კლდეში ჩარჭობილი ხმალი,ასევე დაცულია ერთ-ერთი ხმლის მოპარვის მსურველის ორივე ხელი.როგორც ძველი გადმოცემები გვამცნობენ,აღნიშნულ ხმალს მგლების ხროვა იცავდა,რომელთაც სიცოცხლეს გამოასალმეს ხმლის მოპარვის მსურველი და რაც მათ გადაურჩათ შეჭმისგან,სწორედ მძარცველის ხელები იყო,რომელიც დღემდე Montesiep-ის ეკლესიაშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნულ ისტორიას მრავალი მეცნიერი ფალსიფიკაციად მიიჩნევდა,კვლევებმა დაადასტურეს,რომ ხმლის მეტალის დამზადება განხორციელდა 1100-ან წლებში.დღესდღეობით,1180 წელს გალგანო გაუდიტოს მიერ კლდეში ჩარჭობილი ხმალი,ზემოთ აღნიშნულ მონასტერში სპეციალურ ტყვიაგაუმტარ მინაშია ჩასმული და მას უამრავი მორწმუნე და ტურისტი სტუმრობს. (ავტორი გენია.ჯი)
გალგანო გაუდიტო