დორის მეი ლესინგის “მოგონებებიდან”
“ადრეულ ოთხმოციან წლებში,აფრიკული სახელმწიფოს ზიმბაბვეს ჩრდილო-დასავლეთში მყოფ ჩემს მეგობარს ვესტუმრე,რომელიც სკოლის მასწავლებელი გახლდათ.როგორც თავად ამბოდა,ზიმბაბვეში ნანახმა სკოლების საშინელმა მდგომარეობამ იგი შოკში ჩააგდო და სრულ დეპრესიამდეც კი მიიყვანა.როდესაც იმ სკოლას ვესტუმრეთ,სადაც ჩემი მეგობარი (ინგლისიდან) ასწავლიდა,მეც შოკში ჩავარდი.სკოლის ნაგებობის ნაცვლად ვნახე აგურის ოთხი დიდი ოთახი,გვერდიგვერდ პირდაპირ საშინელ მტვერში ჩადგმული: ერთი – ორი – სამი – ოთხი და ბოლოში ნახევარი ოთახი.საკლასო ოთახებში დაფები არ იყო.ჩემს მეგობარს ცარცი ჯიბით დაჰქონდა,რათა ვინმეს არ მოეპარა.იქ არც ატლასები,არც გლობუსი,არც სახელმძღვანელოები,არც რვეულები, და კალმები არ იყო.ვერც ბიბლიოთეკაში ნახავდით ისეთ წიგნებს,რომლების წაკითხვაც ადამიანს მოესურვებოდა.მოსწავლეების ასაკი ექვსიდან 26 წლამდე მერყეობდა.მიუხედავად საშინელი და გრძელი გზებისა,მოსწვავლეები სკოლაში მაინც მოდიოდნენ.ისინი ამისათვის მდინარეების გადალახვასაც კი არად დაგიდევდნენ.მოსწავლეები უშუქობის გამო საშინაო დავალებებს ვერ ასრულებდნენ.ძალიან გამაოცა იმ ფაქტმა რომ,უამრავი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან და წიგნებს გვთხოვდა,შეიძლება ითქვას გვეხვეწებოდნენ კიდეც წიგნების ლონდონიდან გამოგზავნას.ერთმა კაცმა ისიც კი მითხრა: “კითხვა კი გვასწავლეს,მაგრამ წიგნები არა გვაქვსო”.დარწმუნებული ვარ სკოლის იქაური მასწავლებლები პრემიებზე ვერც კი იოცნებედნენ.ამ დროს ერთი ძველებური გამოთქმა მახსენდებოდა: “კითხვა სისრულეს მატებს ადამიანსო” და სწორედ ეს სურდათ კიდეც ადგილობრივებს.მიუხედავად ზიმბაბვეში მოსახლეობის უკიდურესი სიდუხჭირის და განათლების სისტემის,ფაქტიურად არ არსებობის ფონზე,ყველაზე მეტად მაინც მათმა ცოდნის მიღებისაკენ მიდრეკილებამ გამაოგნა.მე იქ გავიცანი და დავუმეგობრდი ერთ-ერთ ზიმბაბველ მწერალს,რომელმაც წერა-კითხვა მურაბებისა და კომპოტების ქილაზე ისწავლა.მე ვნახე მასწავლებელი,რომელსაც ცარცი არ ჰქონდა,ვნახე 20 წლის მოსწავლე გოგონა,რომელსაც არც რვეული და არც კალამი არ გააჩნდა,რის გამოც ანბანის ასოებს ჩხირით ხაზავდა მიწაზე,მაშინ,როდესაც მზე საშინლად აჭერდა და ირგვლივაც ასეთივე საშინელი მტვერი ირეოდა.ყოველივე ნანახიდან გაოგნებული და შეძრწუნებული დავფიქრდი,თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა დედამიწის ყოველ ნაფლეთს შორის.მაშინ როდესაც ცივილიზებულ სამყაროში ყოველივე ხელმისაწვდომია განათლების მისაღებად,ბევრი ადამიანი არად დაგიდევს ცოდნის შეძენას,მაშინ,როდესაც უღარიბესი ქვეყნის,უღარიბესი შვილები ცდას არ აკლებენ რაიმე ცოდნა შეიძინონ. (ავტორი გენია.ჯი)
“ნუთუ მართლა ვფიქრობთ,რომ იმ საბრალო გოგოზე უკეთესები ვართ,ფეხებს ძლივს რომ მიათრევს მტვერში და შვილების განათლებაზე ოცნებობს – ჩვენ,ყელამდე სავსენი საკვებით,ტანსაცმლით გამოტენილი კარადებით,ყველაფრის სიჭარბით რომ ვიხრჩობით? ვფიქრობ,რომ ის გოგო და ქალები,რომლებიც წიგნებსა და განათლებაზე საუბრობდნენ,როცა სამი დღის განმავლობაში ლუკმა არ ჩაედოთ პირში,შესაძლოა დრეს ჩვენზე ლაპარაკობდნენ”. (ავტორი გენია.ჯი)