პიერ ოგიუსტ რენუარი – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მხატვარი,გრაფიკოსი,სკულპტორი და ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი იმპრესიონიზმისა - პიერ ოგიუსტ რენუარი (1841-1919 წლები),ახლო მეგობარი გახლდათ,შესანიშნავი ფრანგი მხატვრისა და სკულპტორის – ანრი მატისისა (1869-1954 წლები),რომელზეც იგი 28 წლით უფროსი გახლდათ.მიუხედავად ასაკის დიდი სხვაობისა,ისინი ერთმანეთის განუყრელი მეგობრები გახლდათ.მაშინ,როდესაც რენუარი ძლიერი ავადმყოფობით დაავადდა,არ ყოფილა ერთი დღეც კი,რომ ანრი მატისი მასთან არ მისულიყო და არ გაემხნევებინა.ართრიტის შედეგად რენუარს განუვითარდა პარალიჩი და მიუხედავად უდიდესი ტკივილებისა,იგი მაინც აგრძელებდა ხატვას,ამის შემყურე ანრი მატისმა ერთ დღესაც,შეწუხებულმა მეგობრის ტკივილებისგან მას საყვედურით უთხრა:
” – ოგიუსტ,რატომ არ მიატოვებთ ხატვას,მაშინ როდესაც იგი თქვენ უკვე უდიდეს ტკივილს გაყენებთ?” - რაზეც რენუარმა ერთი წინადადებით გასცა პასუხი:
” – ტკივილი გაივლის,ხოლო სილამაზე სამარადჟამოდ დარჩებაო”.
სწორედ ამაში მდგომარეობდა რენუარის მთელი შემოქმედების ძალა და გნებავთ სილამაზე,რომელიც მას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ მიუტოვებია. (ავტორი გენია.ჯი)