გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი – “ეპიზოდი”
რომის პირველი იმპერატორის,რომლის სახელსაც უკავშირდება მეორე ტრიუმვირატის შექმნა - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის (ძვ.წ.აღ-ით 63 – ახ.წ.აღ-ით 14 წლები) შესახებ,ფართოდ იყო გავრცელებული ერთი პატარა სახალისო ისტორია,რომლის თანახმადაც ერთ-ერთ პროვინციაში მოგზაურობის დროს,იმპერატორმა ოქტავიანემ შენიშნა ადამიანი,რომელიც ფიზიკურად ძალიან ჩამოჰგავდა მას,ამიტომ იგი მასთან მიიხმო და საკმაოდ უტაქტოდ გაეხუმრა:
” – თქვენი დედა რომში როდესმე ხომ არ ყოფილა?”
გამვლელმა მამაკაცმა აღნიშნულ უტაქტო ხუმრობას,უტაქტო ხუმრობითვე უპასუხა:
” – დედა ნამდვილად არასოდეს ყოფილა რომში,თუმცა მამა კი ხშირად დადიოდაო”.
უცნობის საკმაოდ ჭკვიანურმა პასუხმა (ავტორი გენია.ჯი) - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსისა და დამსწრე საზოგადოების სიცილი გამოიწვია და გამვლელ მამაკაცს დიდსულოვნად აპატია იმპერატორისათვის ხუმრობა-ნარევი შეურაწყოფა.როგორც ისტორიკოსები ამბობენ ალბათ სწორედ მისი ამგვარი ხასიათის გამო მიაღწია ღრმა მოხუცებულობამდე გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსმა და გარდაიცვალა ისევე,როგორც მისი ნატვრა იყო: “მშვიდად და უდრტვინებლად”.ამასთანავე თავის ერშიც საკმაოდ დიდი ავტორიტეტიც დატივა. (ავტორი გენია.ჯი)