“აბოს სამეფო აკადემია”
“აბოს სამეფო აკადემია” - გახლდათ შვედურენოვანი უნივერსიტეტი,რომელიც ფუნქციონირებდა ფინეთის ქალაქ ტურკუში 1640-1828 წლებში და იგი იყო პირველი უნივერსიტეტი ფინეთის ტერიტორიაზე.დაარსებულ იქნა 1640 წლის 26 მარტს ტურკუში,რომელსაც შვედურად აბო ეწოდებოდა.აღნიშნული ტერიტორია იმ პერიოდისათვის შვედურ პროტექტორატს წარმოადგენდა და ყველაზე ძველ შვედურ უნივერსიტეტად მიიჩნეოდა – უფსალისა (შვედეთი) და ტარტუს (თანამედროვე ესტონეთი) უნივერსიტეტების შემდეგ.1802 წელს ქალაქის საკათედრო ტაძრის სიახლოვეს აგებულ იქნა ახალი ნაგებობა აბოს სამეფო აკადემიისათვის. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პროექტი შემუშავებულ იქნა ცნობილი შვედი (სტოკჰოლმი) არქიტექტორის – კარლ კრისტოფერ გერველის მიერ.1808 წლის 23 მარტს,მაშინ როდესაც ქვეყანაში შეიჭრა რუსეთის არმია,მას გადაარქვეს სახელი და უწოდეს “აბოს საიმპერატორო აკადემია”.აღნიშნული მშენებლობის პროექტი დასრულებულ იქნა გრეველის სტუდენტობის დროის მეგობრის,არქიტექტორ – კარლო ფრანჩესკო ბასის მიერ.საბოლოო სახე აკადემიის ნაგებობამ მიიღო 1815 წელს.აკადემია მართლაც შესანიშნავ კომპლექს წარმოადგენდა,მასში განთავსებული იყო უზარმაზარი დარბაზი,რომლეიც 500 ადამიანზე იყო გათვლილი.მთავარი ფასადის შესასვლელში კი გამოსახული იყო ბრინჟაოს ბარელიეფი არქიტექტორ კარლო ფრანჩესკო ბასის გამოსახულებით.1700 წლის ბოლოსატვის აკადემიაში სწავლება მიმდინარეობდა ლათინურ ენაზე.ამ პერიოდის ყველაზე ცნობილი კურსდამთავრებული გახლდათ პედერ მიონსენი,რომელსაც 1658 წელს მიანიჭეს მაგისტრის ხარისხი (მოგვიანებით მან სასულიერო ცხოვრებას მიჰყო ხელი).1827 წლის 405 სექტემბრის საშინელმა ხანძარმა ქალაქის თითქმის 2/3 გადაწვა და მსხვერპლმა 2500 ადამიანს მიაღწია.განადგურებულ იქნა აკადემიის უნიკალური ბიბლიოთეკა,სასწავლო კორპუსები და უიშვიათესი არქივი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ხანძრის შემდეგ აბოს საიმპერატორო აკადემია გადატანილ იქნა შვედეთის ქალაქ ჰელსინკში.დღესდღეობით “აბოს სამეფო აკადემიის” სამართალმემკვიდრედ მიჩნეულია შვედეთის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი: “ჰელსინკის უნივერსიტეტი”.1918 წელს ფინეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დაარსებულ იქნა,კერძო შემოწირულობების საშუალებით “აბოს აკადემია”,რომელსაც სახელმწიფო სტატუსი მხოლოდ 1981 წელს მიანიჭეს.ამდენად “აბოს სამეფო აკადემია” დღეს წარმოდგენილია “ჰელსინკის უნივერსიტეტის” სახით და იგი შვედეთისა და სკანდინავიის საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრადაა მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)
ჰელსინკის უნივერსიტეტი – “აბოს სამეფო აკადემიის სამართალმემკვიდრე”