“უაროჩირის ხელნაწერი”
“უაროჩირის ხელნაწერი” - გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი წყარო პერუს ისტორიისა.აღნიშნული ხელნაწერი აღმოჩენილ იქნა XIX საუკუნეში მადრიდში,მაშინ როდესაც იკვლევდნენ პერუელი სასულიერო პირისა და მკვლევარის – ფრანსისკო დე ავილას (1573-1647 წლები),მიერ შეკრებილ უმნიშვნელოვანეს ცნობებს,ადრინდელი ინკების,კეჩუას ხალხისა და სხვა კოლუბამდელი ცივილიზაციების შესახებ.უმეტესი ნაწილი ტექსტებისა კეჩუას ენაზეა შედგენილი. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტთა ვარაუდით – “უაროჩირის ხელნაწერი” დაწერილ უნდა იყოს,პერუს მაცხოვრებელი ადგილობრივი მკვიდრის მიერ,რომელიც წარმოშობით უაროჩირის პროვინციიდან უნდა ყოფილიყო. (ავტორი გენია.ჯი) ამ ტექსტებზე მუშაობა 1608 წელს დასრულდა.ფრანსისკო დე ავილას ბიოგრაფიის ავტორის – აკოსტას,მოსაზრებით ამ დოკუმენტის შექმნის უმთავრესი პირველადი მიზანი,გახლდათ შანტაჟი იმ უკმაყოფილო მრევლისა,რომლებიც უჩიოდნენ სასულიერო პირს სასამართლოში 1607 წელს.გარდა ამისა,იგი შეიცავს პერუს იმ პერიოდის (1600 წელი) – ყოფის,სოციალური მოწყობის და რელიგიური შეხედულებების შესახებ მასალებს.”უაროჩირის ხელნაწერი” მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო წყაროდ პერუს ისტორიისა და კეჩუას ენის ისტორიის შესასწავლად.დღესდღეობით აღნიშნული ხელნაწერი დაცულია “მადრიდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში” (ესპანეთი). (ავტორი გენია.ჯი)