“გიმნოსოფისტები”
“გიმნოსოფისტები” - ინგლისურ ენაზე “Gymnosophists”,აღნიშნავს “შიშველ ფილოსოფოსებს” ან შესაძლოა “შიშველ ბრძენებს”.აღნიშნული სახელწოდება გახლავთ ბერძნული წარმომავლობის მქონე და ასე მოიხსენიებენ იმ ინდოელ ფილოსოფოს-ასკეტებს,რომლებიც არ ატარებენ ტანისამოსს,რადგან მას არანაირ ფასეულობად არ მიიჩნევენ და შესაბამისად “ზედმეტ ტვირთადაც” მიიჩნევენ.ამასთანავე ისინი ტანისამოსს სულიერი სრულყოფის ხელის შემშლელ ფაქტორადაც თვლიან.(ავტორი გენია.ჯი) ”გიმნოსოფისტების” შესახებ ცნობები გვხვდება რიგი ავტორების მიერ დაწერილ წიგნებში – ალექსანდრე მაკედონელის შესახებ,სადაც დიდი ალექსანდრე ინდოეთში მდებარე პენჯაბის ვაკეზე შეხვდა სრულიად შიშველ ინდოელ ფილოსოფოსებს (მითითებული არ იყო მათი სახელწოდება).აღნიშნული შეხვედრა ასევე აღწერილი და გადმოცემული აქვს დიდ ძველბერძენ ისტორიკისსა და მწერალს – ონესიკრიტეს,თუმცა მას ორიგინალური სახით ჩვენამდე არ მოუღწევია.მიუხედავად ამისა ონესიკრიტეს მონათხრობი შემორჩენილ იქნა სტრაბონის,პლუტარქეს,არიანესა და კლიმენტე ალექსანდრიელის ნაშრომებში.(ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად მათი სახელწოდება გვხვდება ძვ.წ.აღ-ით I საუკუნის დოკუმენტში,რომელიც “გერმანული პაპირუსის” სახელით არის ცნობილი.თუმცა მანამდე ტეოფრასტეც მოგვითხრობდა იმ ინდოელი ბრძენების შესახებ,რომლებიც ტანისამოსს არ ატარებდნენ.10 “გიმნოსოფისტი”,დიდი ალექსანდრეს მიერ ტყვედ იქნა აყვანილი ინდოეთში ლაშქრობისას,რის შემდეგაც იგი მათი ფილოსოფიით დაინტერესდა და არა ერთი კითხვა-პასუხი იქნა მათ შორის გამართული.ალექსანდრეს ინტერესი “გიმნოსოფისტების” მიმართ იმდენად დიდი გახდა,რომ თავად მოისურვა მათი უხუცესთან – დანდამიესთან შეხვედრა.ერთ-ერთი “გიმნოსოფისტი”,სახელად – კალანა,ალექსანდრეს ჯარს რამდენიმე ხნის მანძილზე თან ახლდა ლაშქრობებისას,თუმცა სპარსეთში ყოფნისას მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.როგორც პლინიუსი გადმოგვცემდა,”გიმნოსოფისტები” მთელი დღეების განმავლობაში თვალგახელილი უყურებდნენ მზეს,რაც ესოდენ გასაოცარი მოვლენაა,რადგან თვალგახელილი რამდენიმე წუთიც კი მზის ყურებისა,იწვევს,მინიმუმ მხედველობის დაზიანება და მაქსიმუმ დაბრმავებასაც კი.არის სხვა ვერსიებიც,იმის შესახებ,რომ ალექსანდრე შეხვდა არა “გიმნოსოფისტებს”,არამედ “აჯივიკებს”,თუმცა აღნიშნული ვერსია არც თუ ისე მყარია.დიოგენე ლაერტელის გადმოცემის თანახმად,დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი და სკეპტიკური სკოლის დამაარსებელი – პირონი,რომელიც თავის მხრივ მოსწავლე გახლდათ ანაქსარქესი,თან ახლდა მასწავლებელს ყველა მოგზაურობაში,მათ შორის ინდოეთშიც,რა დროსაც ისინი შეხვდნენ “გიმნოსოფისტებს”.ამ შეხვედრამ კი ძალიან დიდი გავლენა იქონია პირონის შემდგომ ფილოსოფიურ ხედვებზე.ცნობილია ისიც,რომ “გიმნოსოფისტებთან” ურთიერთობა ჰქონდათ ლიკურგეს,დემოკრიტეს,ლუკიანეს,ფილონ ალექსანდრიელსა და სხვა დიდ ფილოსოფოსებსა და სწავლულებს.თანამედროვე პერიოდში,ინდოეთში კვლავაც მრავლად არიან წარმოდგენილი ინდოელი ასკეტი-ფილოსოფოსი,რომლებიც თავინთ თავს “გიმნოსოფისტებს” უწოდებენ.შესაბამისად ისინი მათი უძველესი ტრადიციებისა და ფილოსოფიის მიმდევრები არიან.(ავტორი გენია.ჯი)