ჟოან მირო ი ფერა – “1968 წლის მაისი”
“1968 წლის მაისი” - გახლავთ დიდი ესპანელი (კატალონია) მხატვრის,მოქანდაკისა და გრაფიკოსის - ჟოან მირო ი ფერას (1893-1983 წლები) მიერ შექმნილი აბსტრაქტული ტილო 1968-1973 წლების პერიოდში და გამოსახავს 1968 წლის მაისის მოვლენებს,რომელიც განვითარდა საფრანგეთში.აღნიშნულ წელს ქვეყანა მოიცვა სოციალურმა კრიზისმა,რაც გადაიზარდა დემონსტრაციებში და მასობრივ არეულობებში,რამაც გამოიწვია საფრანგეთის ლეგენდარული პრეზიდენტის შარლ დე გოლის გადადგომა.ამ მოვლენამ კი უდიდესი ცვლილებები გამოიწვია და დიდი გავლენა იქონია ფრანგულ საზოგადოებაზე. (ავტორი გენია.ჯი) ჟოან მირო ი ფერა თანაუგრძობდა ამ მოძრაობას და სწორედ მისი ზეგავლენის ქვეშ შექმნა აღნიშნული ტილო.ცნობილი ფრანგი პოეტი და მხატვარი – ჟაკ დიუპენი (1927-2012 წლები) წერდა,რომ მიროსთან 1968 წელს ჰქონდა ამ მოვლენების შესახებ საუბარი,რა დროსაც მან გადაწყვიტა “1968 წლის მაისის” შექმნა. (ავტორი გენია.ჯი) ხატვა დაიწყო ამავე წელს და საბოლოო სახე მას მიეცა მხოლოდ ხუთი წლის სემდგომ 1973 წელს.ამავე პერიოდის სხვა ნამუშევრები წარმოდგენილ იქნა მხატვრის 75 წლის აღსანიშნავად გამოფენა-რეტრიპერსპექტივისას.მხატვარმა თეთრ ფონზე გამოსახა ხუთი ფერი: ლურჯი,ყვითელი,მწვანე,წითელი და ვარდისფერი,რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი არიან შავი ხაზებით.ასევე სურათზე დატანილია ხელის შავი ფერის ანაბეჭდები,ხოლო ცენტრში კი გამოსახული დიდი შავი ლაქა.ტილო გადმოსცემ იმ მოვლენების მხატვრისეულ აღქმას.აღნიშნული ფერები მხატვრის მთელ შემოქმედებას გასდევს.დღესდღეობით ტილო დაცულია “ჯოან მირო ი ფერას” სახელობის ფონდში,სადაც მხატვრის კიდევ არაერთი ნამუშევარია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)