“იენენგა”

“იენენგა” - ასევე ცნობილი როგორც “ტანადი იენენგა”,გახლდათ ლეგენდარული აფრიკელი პრინცესა,რომელსაც მიიჩნევენ “მოსის” ხალხის დედად (ხალხი დასავლეთ აფრიკაში,მაცხოვრებლები თანამედროვე ბურკინა-ფასოსა და განაში).იგი გახლდათ სახელგანთქმული მებრძოლი ქალი,რომლის ვაჟმა უედრაოგომ ჩამოაყალიბა “მოსის იმპერია”.იენინგა დაგომბას იმპერიის მმართველის – ნედეგის ქალიშვილი იყო.აღნიშნული იმპერია მდებარეობდა თანამედროვე განის ტერიტორიაზე.გადმოცემების თანახმად იგი ულამაზესი ქალიშვილი გახლდათ და სასურველ სატრფოს წარმოადგენდა ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი) 14 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო მანდინკას ხალხთან მიმდინარე ბრძოლაში,სადაც საოცარი სიმამაცე გამოიჩინა,რითაც აღტაცებაში მოიყვანა ყველა თანამებრძოლი.ამის შემდგომ მისი რეპუტაცია კიდევ უფრო დიდად გაიზარდა და დიდი გავლენი მქონე შეიქნა სამხედრო ძალებისთავის.გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ნედეგმა მისი დაქორწინება გადაწყვიტა და მეუღლის შერჩევა დაიწყო მისთვის,რასაც იენინგას მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა და იგი მამამ ერთ-ერთ სასახლეში გამოკეტა.მიუხედავად ამისა იენენგამ სასახლის ერთ-ერთი მცველის დახმარებით გაქცევა მოახერხა,მან ჩიაცვა მამაკაცის სამოსი და ერთად დატოვეს სასახლე.გზაში კი ორივენი მანდინკას ხალხის თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ,რა დროსაც იენინგამ თავისი განმათავისუფლებელი დაკარგა ბრძოლაში.თავად კი ტავის დახსნა მოახერხა და ჩრდილოეთით დაიძრა.ტყის სიახლოვეს დაბანაკებისას მან შემთხვევით გაიცნო სპილოებზე მონადირე – რიალე,რომელთანაც იქორწინა კიდეც და გააჩინა ვაჟი – უედრაოგო,რაც თარგმანით “ულაყს” აღნიშნავს,აღსანიშნავია,რომ აღნიშნული სახელი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ბურკინა-ფასოში. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იენენგას ვაჟი – უედრაოგო გახდება ის პიროვნება,რომელიც ჩამოაყალიბებს მოსის სამეფოს (იმპერიას).”იენენგას სახელი კი სამარადჟამოდ შევიდა ამ ხალხის ისტორიაში,როგორც სილამაზის,სიმამაცისა და სიყვარულის სიმბოლო.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მოსის იმპერიის ფუძემდებლად მოსახლეობა იენენგას მიიჩნევდა და არა უედრაოგოს.მისი უამრავი ქანდაკება იქნა დამზადებული ამ ქვეყანაში და იგი ერთგვარ კულტადაც კი აქციეს.თანამედროვეობაში,აფრიკის ქვეყნების – “უაგადუგუს” კინოსა და ტელევიზიის ფესტივალზე “იენენგას” მოოქროვილი ქანდაკება უმთავრესი ჯილდოა გამარჯვებულისათვის.ბურკინა-ფასოს ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში “les Etalons” ანუ “ულაყებს” უწოდებენ – “იენენგას” სახელის საპატივცემულოდ. (ავტორი გენია.ჯი)