“ინკოსი”
“ინკოსი” - გახლდათ ტომის ბელადის ტიტული და ამასთანავე უმაღლესი მმართველი ზულუს ხალხისა (აფრიკელი ხალხი,ძირითადად სამხრეთ აფრიკის მაცხოვრებელი მოსახლეობა.მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ზიმბაბვეში,ზამბიასა და მოზამბიკში).ისტორიული თვალსაზრისით ზულუელ “ინკოსებს” ოთხ კატეგორიად ყოფენ:
1. ლეგენდარული ინკოსი ზულუს მოდგმისა 1727 წლამდე.
2. ზულუსთა ინკოსი 1727-1816 წლებში (რომელთაც შეინარჩუნეს უძველესი ტრადიციები ამ ხალხისა).
3. დამოუკიდებელი ზულუს ინკოსი 1818-1879 წლებში (ზულუს იმპერიის ჩამოყალიბებიდან – ანგლო-ზულუელთა ომამდე).
4. ზულუს ხალხის სულიერი ლიდერი ინკოსი (1879 წლიდან დღევანდელ დღემდე).
1727 წლამდე ზულუს ხალხს,სულ 6 ლეგენდარული ინკოსი ჰყავდათ და პირველი ინკოსი გახლდათ – მნგუნი X საუკუნის დასაწყისსა და XI საუკუნის დასაწყისში.1727 წლიდან 1816 წლების ჩათვლით მათ ხუთი ინკოსი (ბელადი) ჰყავდათ.ზულუსთა იმპერიის პერიოდში 1818-1879 წლებში ზულუს ხალხს ოთხი ინკოსი ჰყავდათ და მათ შორის ყველაზე დადებით მმართველად ისტორიას – დინგანე კასენზანგაკონა (1795-1840 წლები) შემორჩა. (ავტორი გენია.ჯი) 1879 წლიდან კი ზულუს ხალხში ინკოსი გადაიქცა სულიერ ლიდერად და მათ ამ ტიტულის მატარებელი სულ ხუთი პიროვნება ჰყავდათ.1879 წლიდან “ინკოსმა” დაკარგა ის ფუნქციები მმართველობისა,რასაც საუკუნეების მანძილზე ატარებდა და დღესდღეობით მას მხოლოდ სულიერი ლიდერის ფუნქცია უკავია.დღევანდელობაში კი ზულუს ხალხის “ინკოსი” გახლავთ – გუდვილ ზველიტინი კაბეკუზულუ,რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ზულუს ხალხში. (ავტორი გენია.ჯი)