“ბერბერელი მეკობრეები”

“ბერბერელი მეკობრეები” - გახლდათ მუსულმანი მეკობრეები,რომლებიც ჩამოყალიბდნენ ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე,არაბთა დაპყრობების პერიოდიდან და მოქმედებდნენ XIX საუკუნის შუა ნახევრამდე.ისინი განლაგებული იყვნენ ისეთი დიდი პორტების სიახლოვეს,როგორებიც იყო: ტუნისი,ტრიპოლი,ალჟირი და სალოს პორტები.ამასთანავე ისინი თავზარს სცემდნენ არა მარტო აფრიკული ქვეყნების მოსახლეობას,არამედ ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილსაც. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ “ბერბერელი მეკობრეები” არა მარტო სავაჭრო ხომალდებს ესხმოდნენ თავს,არამედ საკმაოდ ორგანიზებულად ესხმოდნენ თავს,რიგ ევროპულ ქალაქებს და სოფლებსაც,რათა ხელთ ეგდოთ ქრისტიანი მოსახლეობა,რომელთაც შემდგომ ალჟირისა და მაროკოს მონათა ბაზარზე ჰყიდდნენ.ცნობილი ისტორიკოსის – რობერტ დევისის მონაცემების თანახმად XVI-XIX საუკუნეებში “ბერბერელმა მეკობრეებმა” მონათა ბაზარზე,დაახლოებით 1 მილიონიდან – 1,250 ათას ევროპელამდე გაყიდეს.ისინი აწყობდნენ სპეციალურ რეიდებს იტალიის,ესპანეთისა და პორტუგალიის სანაპირო სოფლებზე და არის ცნობები,რომ “ბერბერელი მეკობრეები” თავს ესხმოდნენ უფრო შორეულ ქვეყნებსაც,ისეთებს,როგორებიც არიან: ინგლისი,საფრანგეთი,ნიდერლანდები,ირლანდია და სკანდინავიის ქვეყნებიც კი,ისლანდიის ჩათვლით.აღნიშნულ რეიდებს “ბერბერელი მეკობრეებისა”,ძალიან უარყოფითი ეფექტი მოჰქონდა იმ ქვეყნებისათვის,რომელთა სანაპირო რაიონებსაც,ისინი თავს ესხმოდნენ.ზღვებზე თავდასხმების შედეგად,ასეულობით და ათასობით სავაჭრო ხომალდი იქნა გაძარცვული “ბერბერელი მეკობრეების” მიერ.აღნიშნული მეკობრეების ყველაზე ცნობილი მეთაურები გახლდათ: არუჯ ბარბაროსა (1473-1518 წლები),ულუჯ ალი (1519-1587 წლები),მურატ რეის “უმცროსი” (1570-1641 წლები) და სხვები.მათი თავდასხმებით ევროპული ქვეყნების სანაპირო მოსახლეობა ძლიერ ზარალდებოდა და ესპანეთმა და იტალიამ აღნიშნული სანაპიროები (სადაც ყველაზე დიდი საფრთხე იყო “ბერებერთა მეკობრეების” თავდასხმებისა),მოსახლეობა საერთოდ გახიზნა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) ეს გრძელდებოდა XIX საუკუნის შუა ნახევრამდე.ამ პერიოდიდან “ბერბერელი მეკობრეების” ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი დაჯგუფება დაშლილ-დაქუცმაცებულ იქნა და იგი საბოლოოდ საერთოდ გაქრა კიდეც,რაც გამოიწვია პოლიტიკურმა ცვლილებებმა და ევროპული ქვეყნების მიერ ფლოტების თანამედროვე ხომალდებით აღჭურვამ.”ბერბერელი მეკობრეების” მოქმედებებმა საუკუნეების მანძილზე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და იგი იმ პერიოდისათვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელ ორგანიზაციას წარმოადგენდა რიგი აფრიკული და ევროპული ქვეყნებისათვის. (ავტორი გენია.ჯი)