მუხრან მაჭავარიანი – “შენ – სისხლო ჩემო”…

შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო…

შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.

ვინ გაგაკვირვოს,რამ გაგაკვირვოს, -

ნადიდგორალი,ნაშამქორალი.

შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,

რამაც აქამდე კი მოაღწია:

სვეტიცხოველი… ხანძთა… ვარძია და ისიც, -

რაც მტერს წარუტაცნია…

შენ – სისხლო ჩემო – შენი დინება

ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია…

სიტყვა,რომელიც გვეჩოთირება,ვცდილობ, -

გაშორო,რაც შემიძლია…

შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო,

დაუცხრომელო და უცნაურო…

საბედნიეროდ,საბედნიეროდ, -

ჰაი,ჰაი,რომ კოდევ ხმაურობ!