ბოლივიის ისტორიიდან…
მსოფლიო ოკეანეზე და ზღვებზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო -ბოლივიას (ოფიციალური სახელწოდება – ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო),მიუხედავად იმისა,რომ ზღვებსა და ოკეანეებზე გასასვლელი არ აქვს,გააჩნია ოფიციალური სამხედრო-საზღვაო ძალები.საქმე იმაშია,რომ ბოლივია იძულებული გახდა ჩილესათვის დაეთმო წყნარი ოკეანის სანაპირო ნაწილი,რომელიც მის შემადგენლობაში შედიოდა. (ავტორი გენია.ჯი) მიზეზი კი ჩილესთან ომში მარცხი გახლდათ,რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც: “წყნარი ოკეანის მეორე ომი”.იგი მიმდინარეობდა 1879-1883 წლებში.ამ პერიოდში ჩილე იბრძოდა პერუსა და ბოლივიის წინააღმდეგ.ომის მიზეზი კი გახლდათ ატაკამას უდაბნოში,პერუსა და ბოლივიის ტერიტორიებზე მდებარე გვარჯილის საბადოები (ამ მიზეზით ამ ომს “გვარჯილის ომსაც” უწოდებენ).1883 წელს პერუს დედაქალაქის ლიმის მახლობლად ანკონაში დაიდო ზავი ჩილესა და პერუს შორის,რომლის მიხედვითაც ჩილეს სამუდამოდ გადაეცა პერუს პროვინცია ტარაპაკა,ხოლო 10 წლის ვადით ტაკნას რეგიონი და ქალაქი-კომუნა არიკა. (ავტორი გენია.ჯი) 1884 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება ბოლივიასა და ჩილეს შორის,რომლის მიხედვითაც ბოლივიამ დაკარგა ანტოფაგანსტას პროვინცია და შესაბამისად ოკეანეზე გასასვლელიც.მიუხედავად ამისა ისინი იმედს არ კარგავენ და მიიჩნევენ,რომ აღნიშნულ სანაპიროს კვლავ დაიკავებენ და ყოველწლიურად “ზღვის დღესაც” კი აღნიშნავდნენ.მათ ჩამოყალიბებული ჰყავთ სამხედრო-საზღვაო ძალები,რომელიც კატერებისაგან შედგება და პატრულირებას აწარმოებენ საზღვრისპირა მდინარეებსა და ყველაზე დიდ სამხრეთამერიკულ ტბაში “ტიტიკაკაში”,რომელიც თავის მხრივ პერუს მოსაზღვრე ტერიტორიაა. (ავტორი გენია.ჯი)