აულიუს კორნელიუს ცელსიუსი
აულიუს კორნელიუს ცელსიუსი დაიბადა ჩვ.წ.აღ-მდე 25 წელს.იგი გახლდათ გამოჩენილი რომაელი ფილოსოფოსი და ექიმი,რომელმაც 20-მდე წიგნი დაწერა ფილოსოფიის,რიტორიკის,სამართლის,სოფლის მეურნეობისა და მედიცინის შესახებ.მედიცინის შესახებ დაწერილ შრომებში,ავლიუსმა შეკრიბა,იმ დროისათვის ყველაზე საიმედო ცნობები: ჰიგიენის,დიეტის,თერაპიის,ქირურგიისა და პათოლოგიის შესახებ.მანვე შემოიტანა ხმარებაში რამდენიმე სამედიცინო ტერმინი,მათ შორის ფსიქიატრიაში შემოიღო ტერმინი: დელირიუმისა (შეშლილობა).იგი გამოირჩეოდა ფართო თემების ერუდიციული ცოდნით.დაწერა ვრცელი ენციკლოპედია “Artes”,რომელიც მოიცავდა ფილოსოფიის,რიტორიკის,იურისპოდენციის,სამხედრო ხელოვნებისა და მედიცინის საკითხებს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მისი ნაშრომებიდან შემორჩა მხოლოდ სამედიცინო ტრაქტატი “De Medicina”,რომელიც რვა წიგნისაგან შედგება და იგი წარმოადგენს ერთადერთ სამედიცინო ნაწარმოებს მოღწეულს ჩვენამდე,რომაული ლიტერატურის საუკეთესო პერიოდისა.მის მიერ დაწერილი ნაშრომები იმდენად სუფთა და დახვეწილი ენით არის გადმოცემული,რომ ხშირად მოიხსენიებენ,როგორც: “ციცერონს,ექიმთა შორის”.აულიუს კორნელიუს ცელსიუსი გარდაიცვალა ახ.წ.აღ-ით 50 წელს.მისმა ნაშრომებმა კი დიდი გავლენა იქონია სხვადასხვა მეცნიერებების განვითარებაში,განსაკუთრებით კი მედიცინაში. (ავტორი გენია.ჯი)