ფაქტები დელფინების შესახებ…

1. დელფინი წარმოდგება ბერძნული სიტყვა “დელფოსისაგან”,რომელიც თავის მხრივ აღნიშნავს – “ძმას”.

2. საშუალო სისწრაფეს,რასაც დელფინები წყალში ანვითარებენ გახლავთ 5-12 კილომეტრ საათი.მათი მოძრაობა დამოკიდებულია იმ სიტუაციებზე,რომელიც მის ირგვლივ წარმოიქმნება.საფრთხის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მაქსიმალური 32-50  კილომეტრ საათი სისწრაფის განვითარება.

3. დელფინები ფიზიოლოგიურად ძალიან გვანან ადამიანებს.მათი გული ისეთივეა,როგორც ადამიანისა (ოთხსარქვლიანი),ტვინის მასაც ადამიანის მსგავსი აქვთ.ჩვენს მსგავსად ისინიც ფილტვებით სუნთქავენ.ადამიანების მსგავსად არიან თბილსისხლიანები და მათი სხეულის სიგრძე ადამიანის სხეულის სიგრძის ტოლ-სწორიც გახლავთ – 1,5 მეტრიდან – 2 მეტრამდე.

4. დელფინები ხშირად იყენებენ “ექოლოკაციურ” ფუნქციებს (რომელიც მათ კარგად აქვთ განვითარებული) და მათ,მისი მოხმარების ისეთივე პრინციპი გააჩნიათ,როგორც “რადარებს”.აღნიშნულ ფუნქციას ისინი გამოიყენებენ საკვების მოსაპოვებლად და საფრთხის თავიდან ასაცილებლად. (ავტორი გენია.ჯი)

5. დელფინები ცურავენ წრეებად,რა დროსაც ყოველთვის ცალი თვალით აკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს (საფრთხეებს მოსალოდნელს მტაცებლებისაგან).რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი იწყებენ ცურვას საწინააღმდეგო წრით და ამ დროს უკვე მეორე თვალს გამოიყენებენ ზემოთ აღნიშნული სიტუაციების დასაკვირვებლად.

6. დელფინები ცხოვრობენ გუნდებად,სადაც ყველანი “ნათესავები” არიან,შესაბამისად ერთმანეთის დახმარების საოცარი მეთოდებიც გააჩნიათ.როდესაც გუნდის ერთ-ერთი დელფინი დაუძლურდება,იგი მათ აჰყავთ წყლის ზედაპირისაკენ,რათა წყლისაგაგნ არ გაიგუდონ (ცნობილია რომ მათთვის ჰაერით სუნთქვა აუცილებელია).ეს ანალოგიური მოქმედებაა,იმისა რასაც ისინი ხშირად იყენებენ ადამიანების მიმართ,როდესაც მათ დახრჩობის საფრთხე ემუქრებათ. (ავტორი გენია.ჯი)

7. დელფინებს არა აქვთ განვითარებული ლაყუჩები,ისევე როგორც სხვა სახეობებს თევზებისა,ამიტომ მათთვის აუცილებელია ჰაერი.დელფინთა სხვადასხვა სახეობები,სხვადასხვა დროს ყოფენ წყალში ჰაერის გარეშე,მაგალითად აფალინებს შეუძლიათ წყლის ქვეშ საშუალოდ 7 წუთისა და 25 წამის განმავლობაში ისე გაჩერდნენ,რომ წყლის ზედაპირზე არ ამოვიდნენ და ჰაერი არ ჩაისუნთქონ.აღსანიშნავია,ისიც,მაქსიმალური დრო აფალინებისათვის წყალქვეშ შესაძლო გაჩერებისა 15 წუთის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.