ჯოზეფ რედიარდ კიპლინგის ბიოგრაფიიდან…
ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მწერლისა და ნოველისტის - ჯოზეფ რედიარდ კიპლინგის (1865-1936 წლები),შესახებ ინგლისური ჟურნალი „მასონური ილუსტრაციები” წერდა, რომ კიპლინგი მასონური ლოჟის წევრი გახდა 1885 წელს,20 წლის ასაკში და მისი ინიცირინება ლოჟაში მოხდა N 782-ით (იმედი და დაჟინებულობა).აღნიშნული ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობდა პაკისტანის ერთ-ერთ ქალაქ ლაჰორში (აღნიშნული პერიოდი გახლავთ მისი მოგზაურობის დრო აზიასა და ამერიკაში,სადაც იგი ალაჰაბადური გაზეთის “Pioneer”-ის კორესპოდენტის სტატუსით მოგზაურობდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ორგანიზაციასთან მას კონტრაქტი ჰქონდა დადებული.კონტრაქტის თანახმად უნდა გადმოეცა ესეების სახით,მოგზაურობაში მომხდარი მოვლენები).მოგვიანებით რედიარდ კიპლინგი,ლონდონურ გაზეთ “ტაიმსში” წერდა:
” – რამდენიმე წლის მანძილზე ვიყავი მდივანი ლოჟისა… აღნიშნულ ლოჟაში კი შედიოდნენ ძმები,ოთხი სხვადასხვა სარწმუნოების მქონენი”.
რედიარდ კიპლინგი იმდენად მოხიბლული იყო აღნიშნული ლოჟის იდეალებითა და ფუნქციონირებით,რომ მას ლექსიც კი მიუძღვნა,სახელწოდებით: „დედობრივი ლოჟა”.მოგვიანებით იგი წევრიანდება საფრანგეთის ქალაქ სან-ომერში მდებარე ლოჟაში,სახელწოდებით – “სრულყოფილი ქალაქის მშენებლები”.
1915 წელს რედიარდ კიპლინგის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია ხდება,მაშინ როდესაც იგი კარგავს პირველ მსოფიო ომში,უფროს ვაჟს – ჯონს.აღსანიშნავია,რომ რედიარდი და მისი მეუღლე პირველ მსოფლიო ომში “წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნქციონირებაში აქტიურად იყვნენ ჩართული და ამავე ორგანიზაციასი იყვნენ დასაქმებული. (ავტორი გენია.ჯი) ომის დასრულების შემდგომ რედიარდი ხდება იმ კომისიის წევრი,რომელსაც ევალებოდა დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვა,სწორედ ამ პერიოდში ამავე მოვლენის დროს,მის მიერვე იქნა შემოღებული ბიბლიური ფრაზა: „მათი სახელები იცოცხლებენ სამარადჟამოდ”.
ჯოზეფ რედიარდ კიპლინგს მოიხსენიებდნენ,როგორც ჩარლზ დიკენსის ღირსეულ მემკვიდრე .მისი შემოქმედების მდიდარმა ენამ და მეტაფორების სიუხვემ,უდიდესი სამსახური გაუწია ინგლისური ენის განვითარებას.მისი შემოქმედება: “ჯუნგლების წიგნი”,”კიმი”,”მამაცი ზღვაოსნები” და სხვა ნაწარმოებები კი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე იქმნა თარგმნილი და მკითხველის უსაყვარლეს ნაწარმოებებად იქცა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)