ვახტანგ ჯავახაძე – “ნუ დავპირდებით ბავშვებს სამოთხეს”
ნუ დავპირდებით ბავშვებს სამოთხეს,
ნუ დავუმალავთ მიწიერ ცოდვებს,
თუ დაეცემა,
თვითონ წამოდგეს,
მხოლოდ თავისი იმედი ჰქონდეს…
***
უკვე დაიწყო
ზაფხული ცხელი
და უშორესი გზაა წყარომდე…
წავიდა,
ფრთხილად გავუშვი ხელი, -
თუ დაეცემა,
თვითონ წამოდგეს.