მარკ ტვენის ბიოგრაფიიდან…

ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მწერალი,სატირიკოსი და იუმორისტი,რომელიც ავტორია ისეთი შესანიშნავი ნაწარმოებისა,როგორებიც არიან: “ტომ სოიერის თავგადასავალი”,”ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”,”ადამის დღიური” და სხვა ნაწარმოებები - მარკ ტვენი,ნამდვილი სახელი სემუელ ლენგჰორნ კლემენზი (1835-1910 წლები),ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში უდიდესი ტრაგედიების მოწმე გახლდათ.ოთხი შვილიდან სამი დაეღუპა,ასევე გარდაიცვალა მისი უსაყვარლესი მეუღლე ოლივია.ყველა ამ ტრაგედიებთან ერთად,შეექმნა დიდი ფინანსური პრობლემებიც,რამაც მწერლის ფსიქიკაზე ძალიან ცუდი კვალი დატოვა და იგი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. (ავტორი გენია.ჯი) მალევე ამერიკულ გაზეთ “New York Journal”-ში,იბეჭდება ნეკროლოგი მარკ ტვენის გარდაცვალების შესახებ და სწორედ მაშინ წარმოთქვა ცნობილი “ფრთიანი ფრაზა”: “ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულიაო”.ამავე პერიოდში მის მიერ დაარსებული საგამომცემლო კომპანია გაკოტრდა,რამაც მის მატერიალურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა.ამის შემდგომ მარკ ტვენმა კვლავ სცადა ბიზნესის აღდგენა და შეიძინა საბეჭდი დანადგარები,რაშიც საკმაოდ დიდი თანხები ჩადო,თუმცა მისი ამუშავება ვერ შეძლო.გარდა ამ პრობლემებისა,მარკ ტვენის რამდენიმე ნაწარმოების გამოცემის უფლება,ხელთ იგდო სხვადასხვა პლაგიატებმა.ერთი სიტყვით დიდ ამერიკელ მწერალს ცხოვრებაში ურთულესი დროება დაუდგა. (ავტორი გენია.ჯი) 1893 წელს მარკ ტვენი შეხვდა ცნობილ ამერიკელ სანავთობო მაგნატსა და კომპანია “Standard Oil”-ს ერთ-ერთ დირექტორს – ჰენრი როჯერს,რომელთანაც მალე დამეგობრდა და სწორედ როჯერსმა დაეხმარა მარკ ტვენს ფინანსური რეორგანიზაციის მხრივ.ისინი ისე დამეგობრდნენ,რომ დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებდნენ,შესაბამისად მარკ ტვენს როჯერსის სახლში “ოჯახის ერთ-ერთ წევრადაც” კი მოიხსენიებდნენ.თუმცა 1909 წელს მარკ ტვენს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს მაშინ,როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა მისი საუკეთესო მეგობარი – ჰენრი როჯერსი.ერთ წელიწადსი კი 1910 წლის 21 აპრილს თავადაც გარდაიცვალა.მარკ ტვენის უკდავსამყოფად პლანეტა მერკურიზე ერთ-ერთ კრატეს მისი სახელი ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი)