ნელსონ მანდელას მსოფლმხედველობა…
“ადამიანები უხსოვარი დროიდან იბადებიან და იხოცებიან,ზოგიერთი მათგანი სრულიად არაფერს ტოვებს,სახელსაც კი.ბევრი ისე მოვიდა და წავიდა,თითქოს არც არასოდეს დაბადებულა.თუმცა არიან ისეთებიც,ვისი სახელი და საქმეები დიდი ხნით რჩება მეხსიერებაში და თავიანთი პოლიტიკის გატარების მიზნით არა მხოლოდ რეპრესიებს,გენოციდსაც კი მიმართეს.მსოფლიოს მრავალ კუთხეში მცხოვრები ერების მორალური დაცემის ერთ-ერთი მაგალითი ის არის,რომ ისინი თავიანთ ბინძურ საქმეებს ღმერთის სახელით აკეთებდნენ და ცდილობდნენ ასეთი ხერხით გაემარტლებინათ ის,რაც ნორმალურ საზოგადოებაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ითვლება. (ავტორი გენია.ჯი)
ძალიან ბევრია ისეთი,ვინც სამართლიანობისათვის ბრძოლას მიუძღვნა საკუთარი ცხოვრება.ისინი დაუმარცხებელ განმანთავისუფლებელ ჯარებს ხელმძღვანელობდნენ და დიდ მსხვერპლს სწირავდნენ იმისათვის,რომ საკუთარი ხალხი რეპრესიებისაგან ეხსნათ,მათი ცხოვრება გაეუმჯობესებინათ,სამუშაო ადგილები შეექმნათ,სახლები,სკოლები და საავადმყოფოები აეშენებინათ,ელექტროენერგია შემოეტანათ და სუფთა წყალი მიეცათ სოფლებში მცხოვრებლებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) მათი მიზანი ის იყო,რომ სამუდამოდ გამქრალიყო ზღვარი მდიდრებსა და ღარიბებს,განათლებულებსა და გაუნათლებლებს,ჯანმრთელებსა და დაავადებულებს შორის.მართლაც როდესაც რეაქციული რეჟიმები დაეცა,განმათავისუფლებლებმა ყველა ღონე იხმარეს იმისათვის,რომ საკუთარი კეთილშობილური მიზნებისათვის მიეღწიათ,სუფთა და არაკორუმპირებული მთავრობები ცამოეყალიბებინათ.რეპრესირებული საზოგადოების თითოეულ წევრს იმედი გაუჩნდა,რომ ბოლოს და ბოლოს მისი ოცნება ასრულდებოდა,რომ მალე აღიდგენდა იმ ღირსებას,რომელიც ათწლეულებისა და ბევრ შემთხვევაში,საუკუნეების განმავლობაშიც კი ჰქონდა შელახული.
მაგრამ მოვლენები ხშირად სხვაგვარად ვითარდება და ყველაზე ცნობილი მებრძოლებიც კი ვერ ამართლებენ იმედებს.ბევრია ისეთი,ვისაც სიძუნწემ სძლია,კეთილშობილურ იდეებს იღალატა,ხალხის კუთვნილი ქონების სათავისოდ გამოყენება დაიწყო და ამით ძველ მჩაგვრელებს შეუერთდა – მათ,ვინც საკუთარ სიმდიდრეს უღარიბესთა ხარჯზე ქმნიდა.
ყველა პატივს სცემს და ეთაყვანება მათ,ვინც ყოველთვის თავმდაბალია და თითოეულ ადამიანში,განურჩევლად სოციალური სტატუსისა,სრული ნდობით სარგებლობს.როგორც წესი,ისინი ოპტიმისტები არიან და სჯერათ,რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არსებობენ ადამიანები,ვისაც მშვიდობა და სტაბილურობა სურს.რა თქმა უნდა,არსებობს კონკრეტული სიტუაციები,როდესაც ძალის გამოყენება ერტადერთი გამოსავალია და მას თავს ვერანაირად ვერ აარიდებ.თუმცა ასეთი უკიდურესი ზომაც იმისათვის უნდა გამოიყენო,რომ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების გარემო შეიქმნას. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს კარგი ადამიანები არიან ისინი,ვინც მსოფლიოს გადაარჩენენ.მათი მიღწევები დროსა და საზღვრებს სცდება.ისინი უკვდავები არიან.
რამდენიმე ავტობიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ დავადგინე,რომ ავტობიოგრაფია არ არის მხოლოდ მოვლენების კატალოგი და რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა,სხვა ადამიანებისათვის ერთგვარ მაგალითად იქცეს.
ახალგაზრდობაში ჩემში ყველა სახის სისუსტეები და უარყოფითი თვისებები იყო გაერთიანებული,რადგან გავლენას ჩემზე მხოლოდ სოფლის ცხოვრება და სასწავლებლები ახდენდა.ხშირად ჩემი სისუსტეების დასაფარავად უხეშობასაც მივმართავდი.როდესაც წამოვიზარდე თანამებრძოლებმა აღმზარდეს და იმად მაქციეს,რაც დღეს ვარ.
ერთ-ერთი საკითხი,რაც ციხეში ყოფნის დროს მაწუხებდა ის იყო,რომ ადამიანების თვალში ჩემდაუნებურად წმინდანად ვიქეცი.სინამდვილეში მე წმინდანი არასოდე ვყოფილვარ.ჩემს შემთხვევასი არც მიწიერი განმარტება გამოდგება,რომლის მიხედვით წმინდანი არის ცოდვილი,რომელიც მუდამ უკეთესობისათვის იღწვის”. (ავტორი გენია.ჯი)