შარლ პიერ ბოდლერი – “ეპიზოდი”
დიდმა ფრანგმა პოეტმა,კრიტიკოსმა და კლასიკოსმა არა მარტო ფრანგული,არამედ მსოფლიო ლიტერატურისა - შარლ პიერ ბოდლერმა (1821-1867 წლები),პარიზში ცხოვრების მანძილზე 40-ჯერ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი.იგი გახლდათ ის ადამიანი,რომელმაც 17 წლის მანძილზე მუხლჩაუხრელად იშრომა იმისათვის,რომ ინგლისური ენიდან – ფრანგულ ენაზე ეთარგმნა,დიდი ამერიკელი მწერლისა და პოეტის – ედგარ ალან პოს (1809-1849 წლები) ნაწარმოებები. (ავტორი გენია.ჯი) შარლ პიერ ბოდლერი მისი შემოქმედების მიმართ იმდენად დადებითად გახლდათ განწყობილი,რომ “სულიერ ძმადაც” კი მოიხსენიებდა და სწორედ იგი იყო,ის ადამიანი,რომელმაც თარგმნა ფრანგულ ენაზე ყველაზე მეტი ნაწარმოებები ედგარ ალან პოს შემოქმედებიდან.1866 წელს ბრიუსელში (ბელგიაში) ყოფნის პერიოდში იგი მძიმედ დაავადდა,თავისი დაავადების შესახებ კი წერდა: “უჰაერობა მახრჩობს,მეფანტება აზროვნება,ძლიერ განვიცდი დაცემის შეგრძნებას,მეხვევა თავბრუ,მაქვს საშინელი თავის ტკივილები,მომდის ცივი ოფლი.ყოველივე ეს კი მაგდებს გამოუვალ აპათიაში”.შარლ ბოდლერი მალევე გადაჰყავთ პარიზში და აწვენენ ერთ-ერთ კლინიკაში,თუმცა მისი გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა და იგი იღუპება 1867 წლის 31 აგვისტოს 46 წლის ასაკში. (ავტორი გენია.ჯი)