ანრი-რენე-ალბერ-გი დე მოპასანის ბიოგრაფიიდან…
გენიალური ფრანგი მწერალი ანრი-რენე-ალბერ-გი დე მოპასანი (1850-1893 წლები),ავტორია 300-ზე მეტი ნოველის და 6 რომანისა.მისი შემოსავლები,ლიტერატურული მოღვაწეობიდან იმ პერიოდისათვის მართლაც უზარმაზარი თანხები იყო და წელიწადში 60,000 ფრანკს უტოლდებოდა.გარდა იმისა,რომ ეკონომიკურად არაფერი უჭირდა,სახელიც ერთ-ერთი დიდი მწერლისა,დაგდებული ჰქონდა საფრანგეთსა და ევროპაში.იგი ვალდებულად თვლიდა საკუთარი თავს შემოსავლებიდან ნაწილი დედისა და დისთვის ეწილადა. (ავტორი გენია.ჯი) გადაჭარბებულმა გონებრივმა სამუშაოებმა მის ჯანმრთელობაზე ძლიერ უარყოფითად იმოქმედა,რის შედეგადაც 1884 წელს ნერვული შემოტევები დაეწყო.მის სულიერ მდგომარეობაზე ვერც ის მოქმედებდა,რომ წარმატებული მწერალი იყო,ვერც ის,რომ მიანიჭეს აკადემიური პრემია,თავის მიერ დაწერილი კომედიური ჟანრის ნაწარმოებისათვის და ვერც ის,რომ ეკონომიკურად საკმაოდ წელგამართული გახლდათ.1891 წლის დეკემბერში ნერვული შეტევის შედეგად თვითმკვლელობა სცადა,თუმცა საბედნიეროდ ვერ მოახერხა და გადაყვანილ იქნა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში,პარიზის ახლო პასის რაიონში.დაწესებულებაში მკურნალობის შემდგომ მას დაუბრუნდა გონება,თუმცა ნერვული შემოტევები კვლავ მეორდებოდა,რამაც გამოიწვია “ტვინის პროგრესირებადი პარალიჩი”,რის შედეგადაც გი დე მოპასანი 1893 წლის 6 ივლისს გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)