გუსტავ ფლობერი
გუსტავ ფლობერი - დაიბადა 1821 წლის 12 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ რუანში (ისტორიული დედაქალაქი ნორმანდიისა).იგი გახლდათ უდიდესი ფრანგი მწერალი-რომანისტი,პირველი მწერალი-მოდერნისტი და “რეალიზმის მამად” წოდებული გენიოსი.მისი ახალგაზრდობის წლები მჭიდროდ იყო დაკავშირებული საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებთან,რომლებიც არაერთხელ აღწერა საკუთარ შემოქმედებაში.1840 წელს გუსტავი მიემგზავრება პარიზში,სადაც ჩააბარა სამართლის ფაკულტეტზე,თუმცა 1843 წელს მან მიატოვა სასწავლებელი. (ავტორი გენია.ჯი) პიროვნულად მწერალი საკმაოდ ”ჩაკეტილი” პიროვნება გახლდათ და მის ერთადერთ ინტერესს ლიტერატურული მოღვაწეობა წარმოადგენდა.1849 წელს იგი აქვეყნებს თავის პირველ ფილოსოფიურ დრამას “წმინდა ანტონის ვნებებს”.მიუხედავად წარმატებისა,ამ ნაწარმოებს თან სკანდალებიც თან ახლდა სხვადასხვა რელიგიურ მიმართულებების წევრებთან და მათ დოქტრინებთან.პირველი სერიოზული წარმატება მან მოიპოვა ერთ-ერთ ფრანგულ ჟურნალში “რევიუ დე პარი”-ში გამოქვეყნებულმა რომანმა “მადამ ბოვარი”,რომელიც მწერალმა დაწერა 1856 წელს.აღნიშნულ რომან იგი 1851 წლიდან – 1856 წლამდე,ხუთი წლის მანძილზე წერდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული რომანის გამოქვეყნების შემდეგ ავტორი რომანისა და ჟურნალის რედაქტორი,დაბარებულ იქნენ სასამრთლოში “მორალურად შეურაცმყოფელი” ნაწარმოების დაწერისა და გამოქვეყნების გამო.მიუხედავად ამისა რომანი გახდა ერთგვარი მანიფესტი ნატურალიზმისა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა მკითხველში.მოგვიანებით იგი აქვეყნებს შემდეგ ნაწარმოებებს: “შეშლილის მემუარები”,”სალამბო”,”სამი მოთხრობა”,”იროდიადა” და სხვა.გუსტავ ფლობერის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია ისეთი დიდ მწერლების შემოქმედებებზე,როგორებიც გახლდათ: გი დე მოპასანი და ედმონ აბუ.გუსტავ ფლობერი გარდაიცვალა 1880 წლის 8 მაისს კრუასეში,ინსულტის შედეგად.მისმა შემოქმედებამ კი ღრმა კვალი დატოვა ფრანგულ და მსოფლიო ლიტერატურაში. (ავტორი გენია.ჯი)