იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი – “ეპიზოდი”
დიდი გერმანელი პოეტი,დრამატურგი,ფილოსოფოსი და ხელოვნების თეორიტიკოსი (რომელიც ამასთანავე გახლდათ “ბლუმენორდენის” წევრი) - იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (1759-1805 წლები),ტუბერკულიოზის შედეგად გარდაიცვალა გერმანიის ქალაქ ვეიმარში და დაკრძალულ იქნა 12 მაისს ღამით,კასენჰევიოლბეგის საძვალეში,სადაც სპეციალურად გამოყოფილი იყო ადგილები ქალაქ ვეიმარის დიდებულებისა და ცნობილი ადამიანების ნეშტებისათვის.აღსანიშნავია,რომ არცერთ აღნიშნულ საძვალეს თავისი სახელი და გვარი თუ ვინ იყო იქ დაკრძალული არ ეწერა. (ავტორი გენია.ჯი) 1826 წელს გადაწყვიტეს ფრიდრიხ შილერის ნეშტის გადასვენება,თუმცა მის ნეშტის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა და იმისათვის,რომ არ შემცდარიყვნენ,სპეციალისტებმა რამდენიმე ნეშტი გადატაიტანეს ჰერცოგინია – ანა მარია ბრაუნშვაიგის (1739-1807 წლები) ბიბლიოთეკაში,სადაც აღნიშნულ პროცესიას დიდი გერმანელი პოეტი და სახელმწიფო მოხელე,მეგობარი ფრიდრიხ შილერისა – იოჰან ვოლფგანგ გოეთეც ესწრებოდა (ამ მოვლენას გოეთემ შემდგომში ლექსიც კი მიუძღვნა).1827 წლის 16 დეკემბერს ყველა ის ნეშტი,რომელიც გამოსაკვლევად ჰქონდათ წამოღებული,დაკრძალულ იქნა “თავადთა აკლდამაში”,ვეიმარში (რომელიც იმ პერიოდში ახალი გახსნილი გახლდათ),ისე,რომ ვერ დაადგინეს ზუსტად,რომელი ნეშტი ეკუთვნოდა დიდი მწერალს.ამავე ადგილას მოგვიანებით მისივე ანდერძის თანახმად დაკრძალულ იქნა გოეთე.1911 წელს კვლევებისას აღმოჩენილ იქნა თავის ქალა,რომელსაც შილერს მიაწერდნენ.დიდი ხნის მანძილზე მიდიოდა დავა,იმის შესახებ,რომ ეკუთვნოდა თუ არა აღმოჩენილი თავის ქალა ფრიდრიხ შილერს.ამ საკითხის ირგვლივ,მრავალი წლის გასვლის შემდეგ,სპეციალური აქცია ჩამოყალიბდა სახელწოდებით: “ფრიდრიხ შილერის კოდი”,რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ნამდვილი საფლავისა და ნეშტის პოვნა მწერლისა.ორგანიზაცია აღნიშნულ აქციას გაუწიეს: “Mitteldeutsher Rundfuk”-მა და ფონდმა “ვეიმარულმა კლასიციზმმა”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ორგანიზაციებმა ის ნეშტები,რომლებსაც განიხილავდნენ ფრიდრიხ შილერის ნეშტად,2008 წლის გაზაფხულზე გადაიტანეს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ლაბორატორიებში,სადაც ჩატარდა “დნმ”-ის ანალიზები,რომლის შედეგადაც დადგინდა,რომ წარმოდგენილი არც ერთი ნეშტი ფრიდრიხ შილერს არ ეკუთვნოდა და შესაბამისად ფრიდრიხ შილერის საძვალეში აღმოჩენილი სამივე ნეშტი სხვადასხვა ადამიანებისა იყო.ამ მოვლენის შემდეგ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მიიღეს გადაწყვეტილება,რომ ფრიდრიხ შილერის საფლავში,არავინ დაეკრძალათ და იგი ცარიელი დაეტოვებინათ,როგორც ეს დღესაა წარმოდგენილი.ფაქტიურად ფრიდრიხ შილერის ნეშტი დაკარგულია,მიუხედავად ვეიმარში არსებული მისი უკანასკნელი განსასვენებელისა. (ავტორი გენია.ჯი)