ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი – “ეპიზოდი”
გენიალური ინგლისელი მწერალი,ესეისტი და რომანისტი,ავტორი ისეთი გახმაურებული ნაწარმოებებისა,როგორებიცაა: “ოლივერ ტვისტი”,დევიდ კოპერფილდი”,”პაწია დორითი”,”ედვინ დრუდის საიდუმლო” და სხვები -ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი გარდაიცვალა 1870 წლის 9 ივნისს ჰაიდსჰილში,58 წლის ასაკში ინსულტის შედეგად.მისი ლიტერატურული დიდება კი გარდაცვალების შემდგომ კიდევ უფრო წინ მიიწევდა.იგი ინგლისური ლიტერატურის კერპიც კი გახლდათ და მის სახელს უილიამ შექსპირის გვერდით მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ისიც,რომ 1880-იან – 1890-იან წლებში ჩარლზ დიკენსის სახელმა ერთგვარ ჩრდილშიც კი მოაქცია გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი-პოეტი ჯორჯ გორდონ ბაირონი (1788-1824 წლები),რომლის სახელსაც,ჩარლზ დიკენსის ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლამდე ვერავინ ჩრდილავდა.დიკენსის სახელის უკვდავსამყოფად ერთ-ერთ კრატერს მერკურიზე მისივე სახელი უწოდეს.მწერლის 150 წლის აღსანიშნავად გამოცემულ იქნა მის გამოსახულებიანი საფოსტო მარკები. (ავტორი გენია.ჯი) 200 წლის აღსანიშნავად კი დიდი ბრიტანეთის სამეფო სამონეტო სახლმა,გამოსცა ორი ფუნტ-სტერლინგის ღირებულების მონეტა,რომელზეც ჩარლზ დიკენსი იქნა გამოსახული.ამავე დროს ლონდონში გახსნილ იქნა ჩარლ დიკენსის სახლ-მუზეუმი “Charles Dickens Museum”-ი,რომელიც ლონდონის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობადაც იქცა და ტურისტებისა,თუ ადგილობრივი მოსახლეობისათვის უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენს.მისი ნაწარმოებები კი მსოფლიოს მრავალი ერის მკითხველისათვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ნაწარმოებებად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)