დუ ფუ

დუ ფუ - დაიბადა 712 წელს გუნის მაზრაში (პროვინცია ხენანი,ჩინეთი),დაბალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკის ოჯახში.მისი ბაბუა ცნობილი ჩინელი პოეტი – დუ შენშიანი გახლდათ.იგი იყო ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი პოეტი “ტანის” ეპოქისა (618-907 წლები).თავისი პირველი ლექსების წერა ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში დაიწყო და მიუხედავად მისი მცირე ასაკისა,მისმა პოეზიამ დიდი მოწონება დაიმსახურა მკითხველსა და ლიტერატურულ წრეებში. (ავტორი გენია.ჯი) ახალგაზრდულ ასაკში ძალიან ბევრი იმოგზაურა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში და ეწეოდა საკმაოდ თავაშვებულ ცხოვრების წესსაც.დედაქალაქში ჩასვლისას,იმპერატორის სასახლეში მიიღო მცირე ჩინოვნიკის თანამდებობა.”ან ლის ამბოხის” დროს (სამოქალაქო ომი ტანის დინასტიის ჩინეთში 1755-1763 წლებში),გაიქცა დედაქალაქიდან იმპერატორთან ერთად,მისი ოჯახი კი ქალაქ ჩანანში დარჩა,რამაც მათთან კონტაქტი დიდი ხნის მანძილზე დააკარგვინა.ამბოხების ჩახშობის შემდეგ იმპერატორი სუცზუნი მას საკუთარ მრჩევლად ნიშნავს,მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა.აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ დუ ფუ გახლდათ ერთ-ერთი იმათგანი,იმ ადამიანებს შორის რომელთაც გააჩნდათ პრივილეგია (უფლება) იმპერატორი გაეკრიტიკებინათ (ფორმალურად).მიუხედავად ამისა,მაშინ როდესაც მან იგი გააკრიტიკა,დაკავებულ იქნა და გამოამწყვდიეს ციხეში.მისი საქმით კი სპეციალური კომისია დაინტერესდა,რომელმაც მას მხოლოდ იმაში დასდო ბრალი,რომ მან მართლაც ჩათვალა თავის უფლებად იმპერატორის კრიტიკა.დუ ფუს მოუხსნეს ბრალდება და იგი იმპერატორმაც შეიწყალა.ამასთანავე მიეცა უფლება კვლავ გაეგრძელებინა იმპერატორის მრჩევლის ფუნქციები. (ავტორი გენია.ჯი) 759 წელს იგი ტოვებს სასახლეს და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში,მდინარე ინაცზის სანაპიროზე.მისი ნაშრომებიდან ჩვენამდე 1500-მა მოაღწია.აღსანიშნავია,რომ დუ ფუს პოეზიამ გავლენა იქონია არა მარტო ჩინურ პოეზიასა და კულტურაში,არამედ იაპონურ კულტურასა და პოეზიაშიც.მას მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ზედსახელებით,მაგალითად: “საგისმწერი პოეტი”,”ჩინელი ოვიდიუსი”,”ჩინელი შექსპირი” და სხვა.დუ ფუ გარდაიცვალა 770 წელს,თავის მიერ აგებულ ნავში ერთ-ერთი მოგზაურობისას მდინარე იანცზე.დუ ფუ დღევანდელ დღემდე მიჩნეულია ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს პოეტად,რომელსაც ტრადიციულ ჩინურ ლიტერატურაში მიანიჭეს “შიშენის” ტიტული. (ავტორი გენია.ჯი)