ვიქტორ მარი ჰიუგოს შემოქმედებიდან…
გენიალურმა ფრანგმა მწერალმა,პოეტმა და დრამატურგმა ვიქტორ მარი ჰიუგომ,ლიტერატურულ აპარეზზე გამოსვლა,ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ლექსებით დაიწყო (რასაც შემდგომ სხვადასხვა რომანებისა და თხზულებების მთელი კოჰორტა მოჰყვა).პირველი აღიარება,რომელმაც მწერალს უდიდესი პოპულარობა მოუტანა გახლდათ ნაწარმოები: “სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე”,რომელიც გამოქვეყნებულ იქნა 1829 წელს.აღნიშნულ ნაწარმოებში მკვეთრად იყო გამოსახული მწერლის სოციალური შეგრძნება,რომელიც მის შემდგომ ნაწარმოებებშიც ფართოდ იქნა გამოვლენილი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ნაწარმოებმა გავლენა მოახდინა ისეთი დიდი მწერლების შემოქმედებაზე,როგორებიც გახლდათ: ალბერ კამიუ,ჩარლზ დიკენსი,თედორე დოსტოევსკი და სხვა მწერლები.აღნიშნულ ნაწარმოებში ჰიუგომ გადმოსცა იმ ადამიანის გრძნოებები,რომელსაც სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი.მოვლენებიც შესაბამისად საკმაოდ დრამატულად ვითარდებოდა.აღსანიშნავია,რომ რომანის წინასიტყვაობაში ჰიუგო გამოდის წინადადებით,რომელშიც იგი მოითხოვს გაუქმებულ იქნას სიკვდილით დასჯა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ ვიქტორ მარი ჰიუგოს აღნიშნული ნაწარმოების წარმატებისა,მისი პირველი სრულყოფილი რომანი გახლდათ ყველასათვის უსაყვარლესი ნაწარმოები “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”,გამოქვეყნებული 1831 წელს.გამოსაყოფი ფაქტია ისიც,რომ ეს რომანი მალევე იქნა ნათარგმნი და გამოცემული უამრავ უცხო ენაზე.ვიქტორ ჰიუგი ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში წერდა: “მე მინდა ვიყო შატობრიანი ან არავინ”.აღნიშნული სიტყვები მკვეთრად გამოხატავდა მის ამბიციებს ლიტერატურული მწვერვალების დაპყრობაში,რომელიც მწერალმა ღირსეულად შეასრულა. (ავტორი გენია.ჯი)