მაკრურუსი
მაკრურუსი - გახლავთ ღრმა წყლის მოყვარული თევზი ვირთევზასებრნი ოჯახისა.ბინადრობენ არქტიკიდან – ანტარქტიდამდე ოკეანის წყლებში.ძირითადად გავრცელებული არიან ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილსა და წყნარ ოკეანეებში.მაკრურუსები ეტანებიან წყლის სირღმეებს და ბინადრობენ 150 მეტრიდან 3500 მეტრ სიღრმეებში.აქვს გრძელი კუდი,მასიური თავი და დიდი თვალები.მთელი სხეული დაფარული აქვთ ქერცლით,თავის ჩათვლით და კარგად აქვთ განვითარებული კბილები. (ავტორი გენია.ჯი) სულ მარურუსისებრთა 30 ჯიშის 350-მდე სახეობაა გავრცელებული.მათ შორის შესაძლოა შეგვხვდეს,როგორც მცირე ზომის სახეობები,ასევე გიგანტური მაკრურუსებიც.მათი სიგრძე 20 სანტიმეტრიდან 2 მეტრამდეა,ხოლო წონით 30 კილოგრამამდე იზრდებიან.ფერებით ძირითადად ნაცრისფერ-მოყავიფროსებრნი არიან.შესაძლოა ზოგმა მათმა სახეობამ 40 კილოგრამსაც მიაღწიოს და ასეთი გიგანტური მაკრურუსის სახეობას,ძირითადად შავი მაკრურუსები აღწევენ.ზოგიერთი სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 56 წლამდეა.შემოდგომის პერიოდში იგი 500-900 მეტრ სიღრმემდე ბინადრობს.აღსანიშნავია,რომ რაც უფრო ღრმად ბინადრობს იგი ცივ წყლებში,მით უფრო ნელა იზრდებიან.იკვებებიან კიბოსნაირებით,მოლუსკებითა და მცირე ზომის თევზებით.კარგად აქვთ განვიტარებული სეისმოსენსორული სისტემა.როგორც უმეტესობას ღრმა წყლის თევზებისა,აქვთ მანათობელი ორგანოები,რომელიც განლაგებული აქვს მუცლის კედლებზე.აღნიშნული სახეობა საკვებადაც გამოიყენება. (ავტორი გენია.ჯი)