სერიემა

სერიემა - წარმოადგენს მცირე ზომის ფრინველს წეროსნაირთა სახეობისა.იგი გახლავთ ერთ-ერთი უძველესი სახეობის ფრინველი,რომელიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.სპეციალისტთა ვარაუდით მათი “წინაპარი” სახეობა უნდა ყოფილიყო,ამომწყდარი მორბენალი ფრინველების გვარი “ფორორაკოსი”,რომლებიც ბინადრობდნენ 2 მილიონი წლის წინათ. (ავტორი გენია.ჯი) “სერიემასებრთა” ორი სახეობა და ორიც მონოტიპური ჯიში არსებობს.მათი სიგრძე 70 სანტიმეტრიდან 92 სანტიმეტრამდეა.აქვს გრძელი კისერი,გრძელი ფეხები და პატარა თავი.ასევე გამოირჩევა მოკლე ფრთებითა და გრძელი კუდით.მიუხედავად იმისა,რომ გრძელ ფეხებზე დგანან,აქვთ მოკლე კლანჭები.გავრცელებული არიან ბრაზილიაში,არგენტინაში,ბოლივიაში,პარაგვაისა და ურუგვაიში.აქტიურები არიან დღის პერიოდში და მიუხედავად იმისა,რომ შეუძლიათ ფრენა,მხოლოდ მოკლე მანძილის გადაფრენებს აკეთებენ.ამიტომ ძირითადად საკმაოდ სწრაფი სირბილით გამოირჩევიან და რაც ყველაზე აღსანიშნავია,შეუძლიათ სირბილის დროს 60 კილომეტრ საათი განავითარონ,რაც მორბენალ ფრინველთა შორის და საერთოდ ფრინველთა შორის უიშვიათესი მოვლენაა.ღამეს ათევენ ხეებზე ან ბუჩქებში და გამოირჩევიან საკმაოდ მაღალი ხმის ტემბრით.იკვებებიან ქვეწარმავლებით,მწერებით,მღნელებით და მცირე ზომის ფრინველებითაც კი,ამ მხრივ ისინი მტაცებელთა რიგსაც განეკუთვნებიან. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა იკვებებიან სხვადასხვა მცენარეების ნაყოფებით და ფოთლებით.ნადირობენ როგორც მარტო,ასევე წყვილადაც.გამრავლების პერიოდი გრძელდება სექტემბრიდან მაისამდე.წყვილები ცხოვრობენ სხვა ფრინველებისაგან განცალკევებით.ბუდეს იკეთებენ ერთი მეტრიდან 9 მეტრამდე სიმაღლეზე და მათი ინკუბაცია გრძელდება 24-30 დღის განმავლობაში.”სერიემა” ერთ-ერთი უძველესი ფრინველის სახეობას წარმოადგენს მსოფლიოში და ზოგიერთ ქვეყანაში მათ სახელმწიფოც კი იცავს.ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკების ბინადრებიც გახლავან. (ავტორი გენია.ჯი)