კიანგი
კიანგი - გახლავთ კენტჩლიქოსანი ცხოველი ცხენისებრთა ოჯახის,კანჯარის ქვესახეობისა.გავრცელებული არიან ტიბეტსა და მის მიმდებარე რაიონებში (ქაშმირო და ლადაქში).მათი სხეულის სიგრძე 210 სანტიმეტრამდეა,სიმაღლით 142 სანტიმეტრამდე,წონით კი 250 კილოგრამიდან 400 კილოგრამამდეა.აქვს მოკლე ფაფარი,წინა კიდურებზე კი რქოვანი კორძები (ავტორი გენია.ჯი) .შეფერილობით ზურგის მხარე და გვერდები მოწითალო-მოყავისფროა,მუცელი კი მოთეთრო.მათ ფაქტიურად მოცული აქვთ მთელი ტიბეტის მთიანეთი (ჰიმალაის მთები) და ყველაზე მრავლად ტიბეტსა და ჩინეთის ცინხაისა და სიჩუანის პროვინციებში არიან გავრცელებული.გარდა ამისა ისინი შესაძლოა შეგვხვდნენ ინდოეთსა და ნეპალში.არიან მშრალი სტეპების მოყვარულები და შესაძლოა ბინადრობდნენ ზღვის დონიდან 5000 მეტრ სიმაღლეებზეც.ისინი ცხოვრობენ მცირე ჯგუფებად და ქმნიან რებებს 5-დან 400 ერთეულამდე.საკვების საპოვნელად შეუძლიათ შორ მანძილებზე გადაადგილება.გამოირჩევიან კარგი ცურვითა და სწრაფი სირბილით. (ავტორი გენია.ჯი) იკვებებიან მცენარეული საფრითა და ბალახებით,ისევე როგორც ცხენები.ივლისსა და აგვისტოში,მაშინ როდესაც ბალახები და სხვა მცენარეები ყვავიან შესაძლოა მათმა წონამ 45 კილოგრამითაც მოიმატოს.მათი მაკეობა ერთ წელიწადს გრძელდება და ძირითადად სექტემბერში მაკობენ.ბადებენ ერთ კვიცს,რომელიც ერთი წლის ასაკიდან დამოუკიდებელი ცხოვრების წესით ცხოვრობს.მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა 26 წელიწადია.აღსანიშნავია,რომ სხვა გარეული ცხოველებისაგან განსხვავებით მათ ბუნებაში ძალიან ცოტა მტერი ჰყავთ.მიუხედავად ამისა,მათ არსებობასა და გამრავლებას საფრთხე შეუქმნა ტიბეტში 1950 წელს ჩინეთის ჯარების შესვლამ და იქ გამართულმა საბრძოლო მოქმედებებმა.ამ მოვლენამ მათი რაოდენობის ძლიერ შემცირება გამოიწვია.დღესდღეობით სპეციალისტთა ვარაუდით კიანგების რაოდენობა ჩინეთში შეადგენს 65 000-ს ერთეულს,ტიბეტში 45 000-ს და ინდოეთში 2000 ერთეულს.სხვა ქვეყნების მონაცემები სადაც ისინი ბინადრობენ,უცნობია. (ავტორი გენია.ჯი)