არალია

არალია - გახლავთ მცენარე ფოთლოვანი ხეების რიგის,ორლებნიან ფარულ თესლოვანთა კლასის,არალიასებრთა ოჯახისა.ძირითადად გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია,ზონდის არქიპელაგის კუნძულებზე,ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონებში).არალია დიდი სიმაღლის არ იზრდება,მათი სიმაღლე 50 სანტიმეტრიდან 20 მეტრამდეა (გააჩნია სახეობას).არის ეკლოვანი ტანის მქონე მცენარე,რომელიც იკეთებს პატარა ზომის ყვავილებს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “არალიას” ზოგიერთი სახეობა შეიცავს სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს: გლიკოზიდებს,ალკალოიდებსა და საპონინებს. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,აღნიშნული მცენარით მოწამვლის შემთხვევაში ადამიანს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: სუნთქვის შეკვრა,გონების დაკარგვა და სისხლდენა.ასევე არსებობს “არალიას” დეკორატიული სახეობებიც,რომლებიც რომელიც საკმაოდ ეგზოტიკურ იერს აძლევს ლანდშაფტს და ახალგაზრდა “არალიისგან” საკვებსაც კი ამზადებენ.სულ კი ბუნებაში “არალიას” სამოცდაათამდე სახეობაა გავრცელებული.ამასთანავე ცნობილია,რომ “არალიას” სახელი ეწოდა 1922 წელს აღმჩენილ ასტეროიდს,რომელსაც “არალია 973″ სახელით იცნობენ. (ავტორი გენია.ჯი)