“მონუმენტების ხეობა”
“მონუმენტების ხეობა” - მოიხსენიებენ ასევე,როგორც “ძეგლების ხეობა”.იგი გახლავთ უნიკალური გეოლოგიური წარმონაქმნი (ხეობა),რომელიც მდებარეობს არიზონას შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთით და იუტას შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით (ამერიკის შეერთებულ შტატებში).მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოს ინდიელთა ტომის ნავახოს რეზერვარციის გასწვრივ ქალაქ გულდინგთან.ნავახოს ენაზე აღნიშნულ ხეობას მოიხსენიებენ,როგორც “ცე ბიი ნძისგაიი”,რაც თარგმანით “ქვათა ხეობას” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) მისი ნაწილი წარმოადგენს კოლორადოს დაბლობის ნაწილს.იგი გახლავთ ერთ-ერთი ულამაზესი და საუცხოო ხეობა მსოფლიოში,რომელიც შედგება გამოფიტული წითელი ქვიშაქვის შემადგენლობებით და კლდეებით,რომლებიც ერთგვარ ბუნებრივ მონუმენტებს ჰქმნის.აღსანიშნავია,რომ თითოეულ ასეთ ბუნებრივი კლდეების მონუმენტებს თავ-თავიანთი სახელები აქვთ შერჩეული მაგალითად: სამი და და სხვა სახელწოდებები. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს “მონუმენტების ხეობის პარკი”,რომელიც ეკუთვნის ინდიელთა ტომს ნავახოს.აქვე გადის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მარშრუტი და ამავე ტერიტორიაზე არის გადაღებული რამდენიმე ცნობილი კინოფილმი,მაგალითად: რობერტ ზემეკისის მიერ 1990 წელს გადაღებული ამერიკული ფანტასტიკური კომედიური ფილმი – “უკან წარსულში 3″,ამავე რეჟისორის მიერ 1994 წელს გადაღებული ფილმი “ფორესტ გამპი” და სხვა ცნობილი კინოფილმები.ამასთანავე “მონუმენტების ხეობა” ხშირად არის გამოყენებული “კოვბოური” სიუჟეტის მქონე სარეკლამო რგოლებში. (ავტორი გენია.ჯი)