“ტენგერის უდაბნო”
“ტენგერის უდაბნო” - მდებარეობს დასავლეთ ნაწილში შიდა მონღოლეთის ავტონომიყრ რაიონსა და ცენტრალურ ნაწილში განსუს პროვინციაში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა).დასავლეთითა და აღმოსავლეთით უდაბნო შემორტყმულია იაბრაი-იანჩანისა და ხელანშანის მთებით,ხოლო უდაბნოს სამხრეთი ნაწილი ესაზღვრება ყველასათვის ცნობილ “ჩინეთის დიდ კედელს”.ტენგერი სიდიდით მეოთხე უდაბნოა ჩინეთისა.მისი სახელწოდება მომდინარეობს მონღოლური სახელწოდებისაგან და თარგმანით აღნიშნავს “ცას,ზეცას”. (ავტორი გენია.ჯი) უდაბნოს უმეტესი რაიონები ზღვის დონიდან 1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.საერთო ფართობი კი 36700 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.იგი მდიდარია სხვადასხვაგვარი ლანდშაფტით; აქ არის როგორც დიუნები,ასევე მთები,დაბლობები და ტბებიც კი.ტენგერის უდაბნოს 70% დიუნებია,რომელთა სიმაღლე ხშირ შემთხვევებში 10 მეტრიდან 30 მეტრამდეა.გვხვდება ასევე დიუნები,რომელთა სიმაღლე 100 მეტრამდეა.აღსანიშნავია,რომ ამ უდაბნოში 400-მდე სხვადასხვა სიდიდის ტბა მდებარეობს და იგი ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს წარმოადგენს წყლით მომარაგებისა რეგიონში. (ავტორი გენია.ჯი)