“ლაგარფლოუთის ტბა”

“ლაგარფლოუთის ტბა” - განეკუთვნება მტკრნალწყლიან ტბათა რიგს.იგი მდებარეობს ისლანდიის აღმოსავლეთით,ქალაქ ეგილსტადირთან.ტბის საერთო ფართობი შეადგენს 53 კვადრატულ კილომეტრს.მისი სიგრძე 25 კილომეტრს შეადგენს,ხოლო სიგანე 2,5 კილომეტრს.მაქსიმალური სიღრმე 112 მეტრამდეა.ტბიდან გაედინება მისივე სახელწოდების მდინარე.ლაგარლოუთის ტბასთან ახლოს მდებარეობს ჩანჩქერი Hengifoss-ი,რომლის სიმაღლეც 118 მეტრია და იგი ამ მაჩვენებილით ისლანდიის უმაღლეს ჩანჩქერადაც მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი) მის სიახლოვეს ასევე მდებარეობს მეორე ჩანჩქერი Litlanefoss,თუმცა მისი წყლის ვარდნა გაცილებით დაბალია.”ლაგარფლოუთის ტბა” ადგილობრივი და არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისათვის არის საკმაოდ ცნობილი ტბა,რადგან მის სიღრმეებში,ისევე როგორც შოტლანდიაში მდებარე “ლოხ-ნესში”,ადგილობრივთა გადმოცემით ბინადრობს მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ უცნობი არსება,რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც “ლაგარფლოუთის გველი”.ტბა საკმაოდ მდიდარია წყალქვეშა სამყაროთი და თევზის სხვადასხვა სახეობებით. (ავტორი გენია.ჯი)