“Descriptio Maris Pacifici” – (წყნარი ოკეანის აღწერა)
” Descriptio Maris Pacifici” - ლათინურ ენაზე – “წყნარი ოკეანის აღწერა”,გახლავთ ცნობილი ნიდარელანდელი (ფლამანდრიელი) კრიპტოგრაფისა და გეოგრაფის,საზოგადოდ აღიარებული,როგორც პირველი თანამედროვე ატლასის შემქმნელის - აბრაჰამ ორტელიუსის (1527-1598 წლები),მიერ შედგენილი დეტალურ გამოსახულებიანი რუკა “წყნარი ოკეანისა” (რომელსაც ადრეულ ხანაში მოიხსენიებდნენ,როგორც: სამხრეთის ზღვა). (ავტორი გენია.ჯი)აღნიშნული რუკა აბრაჰამმა შეადგინა 1589 წელს და იგი გახლდათ პირველი დეტალურ-გამოსახულებიანი რუკა წყნარი ოკეანის რეგიონისა,ევროპულ კარტოგრაფიაში. (ავტორი გენია.ჯი) ძირითადი წყარო ორტელიუსისა,ამ რუკის შესაქმნელად მომდინარეობდა – ფრანც ჰოგენბერგის მიერ ადრეულ წლებში შედგენილი ამერიკის რუკისაგან.გარდა იმისა,რომ რუკაზე გამოსახულია წყნარი ოკეანე მისი მიმდებარე რეგიონებით,რუკის უკანა მხარეს თავად ორტელიუსს აქვს გაკეთებული ჩანაწერები (განხილვა),სადაც მიუთითებს,რომ წყნარი ოკეანის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ დიდი ძველბერძენი ასტრონომის,გეოგრაფისა და მათემატიკოსის – კლაუდიუს პროლემეოსის (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 87-165 წლები) დროს იყო ცნობილი და მას კლაუდიუსი,მოიხსენიებდა არა როგორც “წყნარი ოკეანე”,არამედ როგორც “დიდი ყურე”. მიუხედავად რამდენიმე დატანილი უზუსტობისა,ევროპულ კარტოგრაფიაში “წყნარი ოკეანის აღწერა” პირველი დეტალურად აღწერილი რუკაა ამ ოკეანისა და მისი რეგიონებისა.ამიტომ იგი ერთ-ერთი უდიდესი დანიშნულების ნავიგაციურ რუკას წარმოადგენდა,იმ ევროპელი მეზღვაურებისა და მოგზაურებისათვის,რომლებსაც ამ ოკეანესთან ჰქონდათ შეხება. (ავტორი გენია.ჯი)