პაბლო რუის ი პიკასო – “ავინიონელი ქალწულები”
“ავინიონელი ქალწულები” - გენიალური ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის,ჟორჟ ბრაკთან ერთად “კუბიზმის” დამფუძნებლის - პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები),მიერ 1907 წელს შესრულებული ტილოა,საიდანაც სათავეს იღებს ავანგარდული ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მიმდინარეობა: “კუბიზმი”.ამასთანავე აღსანიშნავია ისიც,რომ აღნიშნული ტილო გახდა თავად პიკასოს მიერ შესრულებული პირველი “კუბიზმის” ხელოვნებით შესრულებული ნამუშევარი. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,აღნიშნული ტილოს შექმნის იდეა და შთაგონების წყაროდ მხატვრისათვის უნდა ქცეულიყო,დიდი ფრანგი მხატვრის პოლ სეზანის მიერ 1900 წელს შესრულებული ტილო “მოცურავეები” და ამასთანავე – პარიზში, იბერიული სკულპტურების გამოფენაზე წარმოდგენილი სკულპტურები.თავდაპირველი სახელწოდება სურათისა,პიკასოს მიერ შეჩეულ იქნა (ბოდიშს ვიხდი მკითხველთან) “ფილოსოფიური ბორდელი”,თუმცა საბოლოო სახელწოდება ტილოს “ავინიონელი ქალწულები”,მას უწოდა თავად პიკასოს მეგობარმა – ანდრე სალმონმა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ტილომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ პერიოდის ფრანგ ხელოვანებში (პარიზის ბომონდში),თუმცა ტილოს გენიალურობას გვერდს ვერავინ უქცევდა.ამავე სურათის გავლენით,მოგვიანებით,სხვა მხატვრების მიერ შესრულებული იქნა სხვადასხვა ტილოები.მაგალითად,ისეთი მხატვრების მიერ,როგორებიც იყვნენ: ანდრე დერენი,რობენ დელონე და სხვები. 1920 წელს ტილო შეისყიდა კოლექციონერმა – ჟაკ დუსემ.პირველი საჯარო ჩვენება კი ტილოსი შედგა მხოლოდ 1937 წელს.აღნიშნული ტილო მიიჩნევა “კუბიზმის” იმ პირველ ნიმუშად,რომლის ავტორიც გენიალური პაბლო რუის ი პიკასო გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)