“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. როგორ უნდა დაიზღვიო ცხოვრება,თუ საკუთარი თავის ფასს ვერ ადგენ?..
2. ქორწინებას ორი ადამიანი სჭირდება: გასათხოვარი გოგო და მოხერხებული დედა.
3. თუ გოგონას დიდხანს და დაჟინებით უყურებთ,შესაძლოა დაინახოთ,როგორ თხოვდება.
4. თუ ფული ბედნიერებას ვერ განიჭებს,სხვას მიეცი.
5. ჭეშმარიტებას სიბრძნე კი არა,შეცდომა ბადებს. (ავტორი გენია.ჯი)
6. არსებობს ორი სახის უბედურება: 1. როცა არ გიმართლებს და 2. როცა სხვას უმართლებს.
7. ადამიანებს ახასიათებთ ერთი შეცდომის მეორეთი გამოსწორება.
8. დასასრული ყოველთვის ბედნიერი უნდა იყოს.თუ ასე არ არაა,მაშასადამე,ეს არაა დასასრული.
9. თუ მარჯვენა ხელისგული გეფხანება,ფულს მიიღებ.თუ ცხვირი – ქეიფი მოგიწევს.თუ ორივე ერთად – მუქთად იქეიფებ. (ავტორი გენია.ჯი)
10. ვინც ფიქრობს,რომ არავინ სჭირდება,ცდება; ხოლო ვინც ფიქრობს,რომ სხვები უმისოდ ვერ გაძლებენ – უარესად ცდება.