ქართველი ინტელიგენციის “მოსანანიებელი სიტყვა” ვაჟას წინაშე…
“ჩვენ,ქართველები,ოინის ხალხი ვართ,ან ჩვენ ვხუჭავთ თვალებს,ან სხვები გვგონია თვალხუჭულა.ნუთუ არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი თავისა? მთელი ოცდახუთი,ოცდაათი წლის განმავლობაში მარტოკა ახლა აღირსეს ტკბილი სიტყვა და თბილი ლუკმა,თითქოს იგრძნეს (თუ ვიგრძენით),რომ ჩქარა უნდა მომკვდარიყო და მშობლიური მზრუნველობა აღმოუჩინეს,საავადმყოფოში მოათავსეს… ეს ხომ ყველამ იცოდა და ჩვენც ვიცოდით. (ავტორი გენია.ჯი) რატომ ის სიტყვები,რომელიც გაციებული გვამის წინ მარგალიტებივით ცვიოდა და იფანტებოდა,10-15 წლის წინათ გაზეთის ფურცლებზე არ იფანტებოდა? რატომ მანამ დრო იყო,საზოგადოებას არ ამცნეს ჩვენი დიდი ბუმბერაზი კაცის უღონობა.განა არ შეეძლოთ დახმარება აღმოეჩინათ?
დიახაც,შეეძლოთ,მაგრამ… “მაგრამ” ის არის,რომ ზოგს ვაჟას ჩოხა არ მოსწონდა,ზოგს სახლი,ზოგს იმისი საცხოვრებელი სოფელი,ზოგს იმისი ნაწერები,ზოგს რა,ზოგს რა და ამიტომ უყურადღებოდ იყო მიტოვებული.და ეხლა თუ თბილ-თბილი სიტყვები ვაღირსეთ და დიდათ ავამაღლეთ იმიტომ,რომ სხვა ეროვნებაში ჩვენი ორატორობა არ დაიჩრდილოს და იცოდეს ისტორიამ: მოკვდა კაცი შიმშილ-გაჭირვებაში და უკანასკნელ დღეს საფლავის კარამდინ აცილებენ და პატივს სცემენ.ცივი ხალხი ვართ და თბილი სიტყვები კი ვიცით”. (ავტორი გენია.ჯი)