“აჯივიკა”
“აჯივიკა” - გახლდათ ფილოსოფიურ-ასკეტური მოძრაობა უძველეს ინდოეთში,რომლის დაარსება წინ უსწრებდა ბუდიზმსა და ჯაინიზმს.აჯივიკები წარმოადგენდნენ ერთგვარი ორგანიზაციის წევრებს,რომლებიც ძირითადად ასკეტი,მაწანწალა და ხშირ შემთხვევაში მოხეტიალე ბერებისაგან (შრამანებისაგან) შედგებოდა.ისინი დარწმუნებული იყვნენ,რომ “ადამიანის ბედი არა მის საქციელებზე იყო დამოკიდებული,არამედ მკაცრად განსაზღვრული კოსმოსური კანონისგან – “ნიატისაგან” (შეზღუდვა).მათი ერთ-ერთი დევიზი მდგომარეობდა შემდეგში; “აჯივა” (ის,ვინც ნახულობს საშუალებას არსებობისათვის),ან ”ჯივატი”,რომელიც აღნიშნავდა: “ხანგრძლივ ცხოვრებას”. (ავტორი გენია.ჯი) ორივე მცნება ფუნდამენტალურად დამოკიდებული გახლდათ “აჯივიკას” მდგომარეობაზე,რომელიც ფუნქციონირებდა შემდეგში: “იმისათვის,რომ ადამიანს მიეღო საბოლოო თავისუფლება,მას მრავალი ცხოვრება უნდა გაეარა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ შუა საუკუნეების ინდოელი სწავლულების აზრით “აჯივიკა” ძალიან ახლოს იდგა “ჯაინიზმთან” და მას ჯაინიზმის ერთ-ერთ სექტადაც კი მოიხსენიებდნენ.აჯივიკების შესახებ ცნობები ძალიან მწირია.მათი “წმინდა წერილები” სრულიად დაკარგულ იქნა დროსა და სივრცეში,თუმცა შემორჩა მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი.ამასთანავე ის მოხსნიებულია ბუდისტურ და ჯაინისტურ ტექსტებში.ასევე ძველი ინდური სახელმწიფოს “მაურთა იმპერიის” (ძვ.წ.აღ-ით 317-180 წლები) ეპოქის ნაწერებში.აღნიშნული ფილოსოფიურ-ასკეტური მოძრაობის ფუძემდებლად მიჩნეულია მასკარინ გოშალა და სწორედ ის გახლდათ ამ დიდი გაერთიანების ხელმძღვანელიც.მაურთა იმპერიის იმპერატორის აშოკ დიდის მამა – ბინდუსარა (მმართველობა ძვ.წ.აღ-ით 298-272 წლები),აჯივიკების მხარდამჭერი გახლდათ და ამ გაერთიანების განვითარების პიკიც სწორედ აღნიშნულ ეპოქაში ჩამოყალიბდა.მოგვიანებით ამ ფილოსოფიურ-ასკეტური შეხედულებების მიმდევრები მცირე ჯგუფებად დაიშალა და საბოლოოდ “აჯივიკამ” საერთოდ შეწყვიტა არსებობა. (ავტორი გენია.ჯი)